პოლონეთი არ ადასტურებს ბალტიის ზღვაში რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ გამოჩენას  

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და სამხედრო უწყებამ განაცხადა, რომ მათ რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ გემი ბალტიის ზღვაში, გაზსადენთან ახლოს შენიშნეს, ინფორმაცია არ აქვთ. ამის შესახებ ინფორმაცია სამშაბათს, 14 იანვარს, მედიით გავრცელდა. ამ ინფორმაციის თანახმად, რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ გემი მოძრაობდა ბალტიის ზღვაში, გაზსადენთან ახლოს. თუმცა, მილსადენის ოპერატორმა აღნიშნა, რომ გაზსადენი ჩვეულ რეჟიმში ფუნქციონირებს.

ინფორმაცია პოლონური, TVP World-მა საგარეო საქმეთა სამინისტროს წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა. ეს მილსადენი ნორვეგიიდან პოლონეთს ბუნებრივ გაზს აწვდის. პოლონეთის არმიის ოპერატიული სარდლობის წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა იაცეკ გორისევსკიმ, “როიტერს” განუცხადა, რომ ბალტიის ზღვაში სამშაბათს რაიმე ინციდენტის შესახებ ინფორმაცია არ აქვს. საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, პაველ ვრონსკიმ, ასევე აღნიშნა, რომ მსგავსი ცნობების შესახებ არაფერი იცის.

“გაზ-სისტემსი”, რომელიც პოლონეთის მილსადენს მართავს, აცხადებს, რომ გაზის მიწოდება უწყვეტად გრძელდება. თუმცა, ოპერირების ფარგლებს გარეთ არსებული საკითხები „კონფიდენციალურია და შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების პასუხისმგებლობას განეკუთვნება.“

ბოლო წლებში ბალტიის ზღვაში არაერთი საეჭვო ინციდენტი დაფიქსირდა, რომლებმაც წყალქვეშა კრიტიკული ინფრასტრუქტურა დააზიანა. შედეგად, ბალტიის ზღვის ქვეყნები მაღალი მზადყოფნის რეჟიმში იმყოფებიან, ხოლო ნატო აცხადებს, რომ ბალტიის ზღვაში თავისი ყოფნის გაძლიერებას გეგმავს.

„რუსული ‘ჩრდილოვანი ფლოტის’ გემი ბალტიის ზღვაში იმ მონაკვეთთან გადაადგილდებოდა, სადაც მილსადენი ნორვეგიიდან პოლონეთში გაზს აწვდის,“ — აღნიშნავს TVP World-ი თავის ვებგვერდზე.

ტერმინი „ჩრდილოვანი ფლოტი“ რუსული გემების არაოფიციალურ ქსელს აღნიშნავს, რომელსაც რუსეთი საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლით იყენებს ნავთობის, იარაღისა და მარცვლეულის ტრანსპორტირებისთვის. ეს გემები არ რეგულირდება და არ არის დაზღვეული დასავლური სტანდარტებით.

სამშაბათს ჰელსინკიში ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე, ევროპის კომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჰენნა ვირკუნენი და ბალტიის ზღვის ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერები შეხვდნენ, რათა განეხილათ ბალტიის ზღვაში ნატოს ყოფნის გაძლიერების საკითხი.