პოლონეთმა განაცხადა, რომ აღმოსავლეთ საზღვრისკენ ჯარისკაცებს აგზავნის. ეს მას შემდეგ, რაც ვარშავამ რუსეთის უახლოეს მოკავშირე ბელარუსს, ბრალი საჰაერო სივრცის სამხედრო შვეულმფრენებით დარღვევაში დასდო.
ბელარუსის სამხედრო უწყებამ ნებისმიერი ასეთი დარღვევა უარყო და ნატოს წევრ პოლონეთს, რუსეთთან კონფლიქტში უკრაინის ყველაზე ერთგულ მხარდამჭერს, ბრალი დასდო, რომ ის საკუთარი ჯარის შენაერთების ზრდის გასამართლებლად ასეთ ბრალდებებს იყენებს.
ასევე ნახეთ: ბელარუსში ათასობით "ვაგნერელი" ჩავიდა - აქტივისტებიმანამდე ბელარუსის ლიდერმა ალექსანდრ ლუკაშენკომ არაერთხელ აღნიშნა, რომ პოლონეთთან საერთო საზღვრის სიახლოვეს რუსული დაქირავებული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მებრძოლები იმყოფებოდნენ და "დასავლეთით გაშვებას" ითხოვდნენ.
პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა სამშაბათს განაცხადა, რომ საზღვრისკენ „დამატებით ძალებს და რესურსებს, მათ შორის საბრძოლო შვეულმფრენებს“ გზავნიდა. მან თქვა, რომ საზღვრის დარღვევის შესახებ ნატოს შესაბამის უწყებებს შეატყობინა და ბელარუსი დიპლომატი ახსნა-განმარტებისთვის დაიბარეს.
პოლონეთის სამხედრო უწყებამ საზღვრის დარღვევის ფაქტი თავდაპირველად უარყო, თუმცა მოგვიანებით, კონსულტაციების შემდეგ განაცხადა, რომ შემოჭრა მოხდა „ძალიან მცირე სიმაღლეზე, რომლის რადარით დადგენაც რთული იყო.“
ბელარუსის თავდაცვის სამინისტრომ „ტელეგრამის“ არხზე გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ ვარშავამ ინციდენტის შესახებ შეხედულება „აშკარად ოკეანისგაღმელ პატრონებთან კონსულტაციის შემდეგ“ შეიცვალა.
თავდაცვის სამინისტროს განცხადების გამოქვეყნებამდე, საზღვრის დარღვევის შესახებ ბელარუსის საზღვართან მდებარე ქალაქ ბიალოვიცის მახლობლად მცხოვრებლებმა სოციალურ მედიაში დაწერეს.