ვარშავა აცხადებს, რომ პოლონეთმა რუსეთის სადაზვერვო ქსელის წევრობაში ეჭვმიტანილი კიდევ ერთი ადამიანი დააკავა. გამოძიების ფარგლებში დაკავებულთა საერთო რაოდენობა 16-ს აღწევს, განაცხადა პარასკევს, 4 აგვისტოს, შინაგან საქმეთა მინისტრმა მარიუშ კამინსკიმ.
ასევე ნახეთ: პოლონეთი აღმოსავლეთ საზღვარს აძლიერებს, ბელარუსი ნატოსთან საზღვრის დარღვევის ფაქტს უარყოფს„[შიდა უსაფრთხოების სააგენტომ] დააკავა კიდევ ერთი, უკვე მეთექვსმეტე პირი, რომელიც ეჭვმიტანილია რუსულ ჯაშუშურ ქსელში მონაწილეობაში“, - წერს კამინსკიმ პლატფორმა X-ზე, აქამდე „ტვიტერად“ ცნობილ სოციალურ ქსელზე.
უწყების განცხადებით, დაკავებული ბელარუსი მიხეილ ა. მონაწილეობდა სამხედრო ობიექტების და პორტების დაზვერვაში და ეწეოდა პროპაგანდისტულ საქმიანობას რუსეთის სასარგებლოდ.