„აბები რომელსაც სიკვდილი მოაქვს“ ამერიკაში „ჩინეთიდან მექსიკის გავლით შემოდის“

Your browser doesn’t support HTML5

ამერიკა „ომშია“ და უნდა ვიმოქმედოთ - ასე აღწერენ სენატორები ოპიოიდების კრიზისს ქვეყანაში, რომელმაც ასობით ათასი ამერიკელის სიცოცხლე შეიწირა, ისე რომ მათმა დიდმა ნაწილმა არც კი იცოდა, რომ წამლის ნაცვლად ნარკოტიკს იღებდა. ირკვევა, რომ ამერიკაში სინთეტური ფენტანილი ჩინეთიდან, მექსიკის გავლით შემოდის.