შეერთებული შტატების, იაპონიისა და ფილიპინების სანაპირო დაცვა, მიმდინარე კვირაში, სამხრეთ ჩინეთის ზღვაში სამმხრივ წვრთნებს გამართავს. ეს სამი ქვეყნის პირველი ასეთი ერთობლივი მანევრებია იმ ფონზე, როცა რეგიონში ჩინეთის ქმედებებთან დაკავშირებული შეშფოთება მზარდია.
ფილიპინების სანაპირო დაცვის სპიკერის, არმანდ ბალილოს განცხადებით, 1-დან 7 ივნისის ჩათვლით, ბატაანის პროვინციის წყლებში დაგეგმილი სწავლება შეერთებული შტატებისა და იაპონიის ინიციატივით გაიმართება და მას დამკვირვებლის სახით ასევე შეუერთდება ავსტრალია.
ასევე ნახეთ: ამერიკელმა კანონმდებლებმა ჩინეთთან კონკურენციის თაობაზე მწვავე გაფრთხილება გამოთქვესსამხედრო ვარჯიშებში ჩართული იქნება ფილიპინების ოთხი, თითო-თითო კი - შეერთებული შტატებიდან და იაპონიიდან. წვრთნები მიზნად ისახავს სამძებრო-სამაშველო თანამშრომლობისა და სამართალდამცავი ორგანოების თანაშრომლობის გაუმჯობესებას.
„ეს არის ჩვეულებრივი, რუტინული აქტივობა სანაპირო დაცვის სააგენტოებს შორის“ - თქვა ბალილომ პრესკონფერენციაზე.
მისივე თქმით, მომავალი საზღვაო წვრთნები მოიცავს მეკობრეობის საწინააღმდეგო სიმულაციებს და შესაძლო ჩარევას, რომელშიც ჩართული იქნება მასობრივი განადგურების იარაღის მატარებელი გემი.