ზაპორიჟიეში 4 მარტის დილას, ბირთვულ ელექტროსადგურზე რუსული არმიის თავდასხმას პენტაგონში გამოეხმაურეს და თქვეს, რომ ეს „უგუნური“ ქმედებაა. პენტაგონის პრესსპიკერის, ჯონ კირბის განცხადებით რუსეთი ამგვარი ქმედებებით საფრთხე არა მხოლოდ უკრაინას, არამედ მეზობელ ქვეყნებსაც ემუქრება.
ასევე ნახეთ: „სავარაუდოდ, მომდევნო დღეები უარესი იქნება“ - სტოლტენბერგი„ვიცი, რომ ეს არ არის თქვენი შეკვითხვა, მაგრამ ნება მომეცით იმ აშკარა საფრთხეების შესახებ ვისაუბრო, რომელიც ხაზს უსვამს იმ უგუნურებას, რომლითაც რუსები ახორციელებენ ამ არაპროვიცირებულ შეჭრას და თავდასხმას, უკრაინასა და მის სუვერენიტეტზე. ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმა უაღრესად სახიფათოა, რამაც შეიძლება ბევრად მეტი ზიანი და გამანადგურებელი შედეგები გამოიწვიოს, უკრაინასა და მეზობელ ქვეყნებშიც კი. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს დეესკალაციისკენ, მათ უნდა გაიყვანონ ჯარი უკრაინის ტერიტორიიდან,“- აცხადებს პენტაგონის პრესსპიკერი ჯონ კირბი.
პრესკონფერენციაზე, ამერიკელი ჟურნალისტები დაინტერესდნენ, ბოლო პერიოდში, ესაუბრა თუ არა პენტაგონის რომელიმე მაღალჩინოსანი რუს კოლეგას, რაზეც პრესსპიკერმა კირბიმ თქვა, რომ არა.
„არა, არცეთ გენერალს არ უსაუბრია. გენერალ მარკ მილს არ უსაუბრია რუს გენერალ ვალერი გერასიმოვთან. მდივან ლოიდ ოსტინს არ უსაუბრია რუსეთის თავდაცვის მინისტრ, სერგეი შოიგუსთან,“- თქვა კირბიმ.