პენტაგონი შეეცადა შეერბილებინა დაზვერვის მონაცემები იმის თაობაზე, რომ ფხენიანს უკვე გააჩნია ყველა შესაძლებლობა ბირთვული ქობინების შესაქმნელად
ხუთშაბათს საღამოს პენტაგონმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეას არ გააჩნია რაკეტები ბირთვული ქობინებით. ამით პენტაგონი შეეცადა შეერბილებინა სამხედრო დაზვერვიდან რამდენიმე საათის წინ გაჟონილი ანგარიში იმის თაობაზე, რომ ფხენიანს უკვე გააჩნია ყველა შესაძლებლობა ბირთვული ქობინების შესაქმნელად, რომელიც შემდეგ რაკეტებზე განლაგდება.
პენტაგონის პრესსპიკერის ჯორჯ ლითელის განცხადებით, უზუსტობა იქნება იმის მტკიცება, რომ ჩრდილოეთ კორეამ იმ ბირთვული შესაძლებლობების სრული გამოცდა, განავითარება და დემონსტრირება მოახდინა, რაც ანგარიშშია ნახსენები.
ბიუჯეტის რუტინულ განხილვაზე რესპუბლიკელმა კოგრესმენმა დაგ ლანბორნმა გაახმოვანა აბზაცი დაზვერვის ანგარიშიდან, რომელიც იუწყება, რომ ჩრდილოეთ კორეას უკვე აქვს შესაძლებლობა ბალისტიკური რაკეტებით ბირთვული იარაღის გამოყენების.