ვაშინგტონი შიშობს, რომ ჩრდილოეთ კორეამ შესაძლოა სამხრეთ კორეაზე ბირთვული იარაღი გამოსცადოს.
ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიაში დაძაბულობა იზრდება. ჩრდილოეთ კორეამ შესაძლოა მეორე ბირთვული გამოცდა მოაწყოს.
სამხრეთ კორეული და შეერთებული შტატების სამხედროები ფაქტობრივად წინასაომარ მდგომარეობაში იმყოფებიან.
საფრთხის სტატუსის დონემ „სამიდან“ „ორზე“ გადაინაცვლა. ეს იმ ფონზე როდესაც, სამხრეთ კორეამ რაკეტების მობილური გაშვების მონაცემები მიიღო. სტატუსი 2 მაშინ შედის ძალაში, როდესაც „სასიცოცხლო საფრთხე“ ჩნდება.
ამერიკის სამხედრო მაღალჩინოსანმა, ადმირალმა სამუელ ლოკლერმა სენატის თავდაცვის კომიტეტში დაადასტურა, რომ ფხენიანმა სულ ცოტა ერთი საშუალო სიმძლავრის ბალისტიკური რაკეტა ჩრდილოეთ კორეის დასავლეთ სანაპიროზე განათავსა.
რაკეტებს, რომელთაც დაახლოებით 5000 კილომეტრის რადიუსი აქვთ, „მუსუდანს“ უწოდებენ და აქამდე არ გამოუცდიათ.
ლოკლერს, რომელიც წყნარი ოკეანის დივიზიის ხელმღვანელია აცხადებს, რომ ამერიკულ სამხედრო ბაზებს შეუძლიათ ჩრდილოეთ კორეული რაკეტის შეჩერება, თუკი ის იქნება გამოყენებული ამერიკის, მისი ნებისმიერი მოკავშირე ქვეყნის, სამხრეთ კორეის და იაპონიის საწინააღმდეგოდ.
კომიტეტის თავმჯდომარემ სენატორმა კარლ ლევაინმა ლოკლერს გეგმის დეტალების შესახებ დაუსვა კითხვა.ადმირალმა განაცხადა რომ, ღია განხილვის დროს ის თავს შეიკავებდა დეტალების გამჟღავნებისგან.
სამუელ ლოკლერი: მე მხარს ვუჭერ გეგმას და ამ გეგმის განხილვა გაგრძელდება. ასევე მე სამხრეთ კორეის საბრძოლო მზადყოფნით კმაყოფილი ვარ.
ნახევარკუნძულზე გაზრდილი დაძაბულობის მიუხედავად, სეულში მაინც მშვიდად არიან. დედაქალაქში 20 მლნ მცხოვრებია, რომლებიც მთელი ქვეყნის მოსახლეობის ნახევარს წარმოადგენს.
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ მოქალაქეებს არ მიუღიათ გაფრთხილება ქვეყნის დატოვების ან ვიზიტისგან თავის შეკავების შესახებ.
ორშაბათს ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთის მოქალაქეებს მოუწოდა, რომ უცხოელებმა დატოვონ ქვეყანა, რადგან შეიძლება ომი დაიწყოს .
სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ფხენიანს არ გამოუვა მცდელობა შექმნას შიშის ატმოსფერო უცხოეთის მოქალაქეებში და ეს მხოლოდ ფსიქოლოგიური ომია.
ახალხანს რამდენიმე ბალისტიკური რაკეტის და ბირთვული გამოცდის შემდეგ , ფხენიანმა 1953 წელს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დატოვა. ის ამერიკის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღის გამოცდით დაიმუქრა და სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეას შორის ომის დაწყების შესახებ განაცხადა.
ამ ყველაფრის მიუხედავად, სამხედრო და სადაზვერვო წყაროები აცხადებენ რომ ამ ეტაპზე ჩრდილოეთ კორეის სამხედრო ძალების მობილიზება არ შეინიშნება.