პენტაგონის თანახმად, ირანის სამხედრო ფლოტის შვეულმფრენმა 23 მეტრის დაშორებით ჩაუფრინა შეერთებული შტატების სამხედრო ფლოტის ამფიბიურ მოიერიშე ხომალდს, როდესაც ის გასულ კვირაში, ომანის ყურეში მიცურავდა.
პენტაგონის პრეს-მდივანმა ჯონ კირბიმ ორშაბათს ჟურნალისტებს უთხრა, რომ შვეულმფრენი „საფრთხის შემცველი და არაპროფესიული მეთოდით იმართებოდა“. ის წყლის ზედაპირიდან სულ 3 მეტრით ზემოთ მიფრინავდა და სამხედრო ხომალდ „ესექსს“ სამჯერ შემოუფრინა.
ასევე ნახეთ: პენტაგონი ირანის ბრალდებებს სიცრუეს უწოდებს„როდესაც საქმე გაქვს სხვა შეიარაღებულ ძალასთან, ამ შემთხვევაში ირანის სამხედრო ფლოტთან, რომელიც ასეთ ფრენებს აწყობს, რაიმე სახის ესკალაციის და შეცდომის რისკი ნამდვილად ჩნდება“, თქვა კირბიმ.
კირბის კომენტარების პასუხად, ირანის ახალი ამბების ოფიციალურმა სააგენტომ „ირნა“ პენტაგონის პრეს-მდივანს ბრალი დასდო, რომ ის ცდილობდა „რეგიონში აშშ-ის უკანონო სამხედრო ყოფნა გაემართლებინა.“
ამ ინციდენტამდე სულ ერთი კვირის წინ, როგორც იუწყებოდნენ, ჰორმუზის სრუტეში, რამდენიმე ირანულმა დრონმა ხომალდ „ესექსის“ სიახლოვეს საფრთხის შემცველად გაიფრინა.