შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერი სომხეთში ჩავიდა. კვირას, ერევანში გაკეთებული მიმართვისას, ნენსი პელოსიმ დაგმო აზერბაიჯანის ბოლო შეტევები სომხეთზე, რომელიც 13 სექტემბერს დაიწყო და თქვა, რომ ეს თავდასხმები "უკანონო და მსხვერპლიანია". მისი თქმით, იერიშის ინიციატორი ბაქოა და "ეს უნდა აღინიშნოს".
ვიზიტის განმავლობაში წარმომადგენელთა პალატის სპიკერი შეხვდა სომხეთის პრეზიდენტს და სომეხ კანონმდებლებს. პელოსიმ ერევანს ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვაში ვაშინგტონის მხარდაჭერა აღუთქვა და თქვა, რომ დაინტერესებულია შეიტყოს, თუ რა არის საჭირო იმისთვის, რომ სომხეთმა თავი დაიცვას.
ასევე ნახეთ: 49 სომეხი ჯარისკაცია მოკლული აზერბაიჯანთან მომხდარ ახალ შეტაკებაში; სიტუაცია რთულიააზერბაიჯანს და სომხეთს შორის მთიანი ყარაბაღის სასაზღვრო რეგიონში მომხდარ ბოლო ესკალაციაში 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ერევანი და ბაქო ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. სომხეთი ირწმუნება, რომ აზერბაიჯანმა იერიშები კონფლიქტის ხაზს მიღმა რეგიონებზე მიიტანა. აზერბაიჯანი კი ამტკიცებს, რომ მათ სომეხი ჯარისკაცების "დივერსიულ" ქმედებაზე საპასუხო რეაგირება მოახდინეს.
მთიანი ყარაბაღი საერთაშორისოდ აღიარებულია აზერბაიჯანის ნაწილად. თუმცა, საბჭოთა კავშირის დაშლისთანავეე დაწყებული 1991-1994 წლების ომის დასრულების შემდეგ, რეგიონი ეთნიკური სომხური ძალების კონტროლქვეშ იყო. კონფლიქტში სულ ცოტა, 30 000 ადამიანი დაიღუპა. თითქმის 3 ათწლეულის შემდეგ, 2020 წელს მორიგი მსხვილმასშტაბიანი ესკალაცია დაიწყო, რის გამოც 6 500-მდე ადამიანი დაიღუპა. დაახლოებით 6-კვირიანი კონფლიქტი რუსეთის ჩარევით დასრულდა და 2020 წლის ნოემბრიდან მოყოლებული, მთიანი ყარაბაღი დაახლოებით 2 000 რუსი სამშვიდობოს მიერ კონტროლდებოდა.