ობამას დაზღვევის პროგრამა დღეიდან ამოქმედდა
Your browser doesn’t support HTML5
იმის შემდეგ რაც, პოლიტიკურად ჩიხში შესულმა კონგრესმა საბიუჯეტო დაფინანსების ვადის გაგრძელების თაობაზე კანონ-პროექტი ჩააგდო, შეერთებული შტატების ხელისუფლებას უფლებამოსილების განხორციელება შეეზღუდა. ამერიკის ხმის კორესპონდენტი, მაიკლ ბოუმენი იმის შესახებ მოგვითხრობს თუ რა ვითარება იყო ღამით კონგრესში, როდესაც კონგრესმენებმა ვერ შეძლეს რესპუბლიკელების მიერ პარტიზანული წინააღმდეგობის გადალახვა ობამას საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაფინანსების თაობაზე. ეს ინიციატივა უკვე დღეიდან ამოქმედდა.
რესპუბლიკელების მიერ კონტროლირებულმა წარმომადგენელთა პალატამ საყოველთაო დაზღვევის პროექტის საწინააღმდეგო კენჭისყრა სამჯერ გამართა. ობამას დაზღვევის რეფორმით ცნობილი პროექტის დაფინანსების წყაროს სწორედ ფედერალური სახსრები უნდა წარმოადგენდეს. ზუსტად სამჯერ მოახერხა დემოკრატების მიერ კონტროლირებულმა სენატმა ამ მცდელობის გაბათილება. ვინაიდან კონგრესი უძლური აღმოჩნდა მიეღწია შეთანხმებისთვის, რომ ფედერალურ ხელისუფლებას საბიუჯეტო დაფინანსების ვადა გახანგრძლივებოდა, დღეს დილიდან ამერიკის მთავრობის მუშაობა შეიზღუდა.
დემოკრატი სენატორი რიჩარდ დარბინი მოვლენათა შეფასების დროს საკმაოდ შეუვალი იყო.
რიჩარდ დარბინი: ამერიკის მთავრობის მუშაობის შეწყვეტა წარმოუდგენელია. როდესაც მსგავს ინფორმაციას ევროპის ქვეყნებიდან ვღებულობთ ვფიქრობთ, რომ ეს სამარცხვინო ფაქტია და ეს არ ნიშნავს სტაბილურ მდგომარეობას, რომ ისინი არ ცხოვრობენ ისეთ დემოკრატიულ გარემოში, როგორიც ამერიკაა თუმცა სახეზეა შედეგი.
სენატმა მთავრობის დაფინანსების საკუთარი პროექტი, რომელიც „ობამაქეარის“ სახელით არის ცნობილი, საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმის თაობაზე პარტიზანული შეთანხმებების და სხვა პირობების გარეშეც დაამტკიცა. თუმცა რესპუბლიკელებმა, რომლებიც წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობას წარმოადგენენ, სენატის მიერ მიღებული პროექტის წარმომადგენელთა პალატაში კენჭისყრაზე უარი განაცხადეს. მაიკლ ბაკმანი, რომელიც რესპუბლიკელთა იმ ძირითადი გუნდის წარმომადგენელია, რომლებიც ჯანდაცვის რეფორმის წინააღმდეგ გამოდიან, ამ თემაზე კომენტარს აკეთებს.
მაიკლ ბაკმანი: ასობით სატელეფონო ზარი გვქონდა პარტიის ოფისში. ადამიანები, რომლებიც რეკავდნენ, ბრძოლის გაგრძელებისკენ მოგვიწოდებდნენ. ხალხს სურს რომ რესპუბლიკელებმა ეს ბრძოლა განაგრძონ და პოზიციები არ დათმონ.
თუმცა რესპუბლიკელების ზოგიერთი წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ მათ მიერ დაწყებული ეს ბრძოლა საკმაოდ შორს წავიდა. მათ შორის არის სენატორი ლიზა მაკროვსკიც.
ლიზა მაკროვსკი: მე მხარს არ ვუჭერ ობამას ხელმისაწვდომი ჯანმრთელობის დაზღვევის პროექტს. თუმცა არ ვარ დარწმუნებული იმაში, რომ იმის გამო რომ ამ რეფორმას არ ვემხრობით, ამერიკის ხელისუფლების მუშაობა უნდა შევაჩეროთ. მე ვფიქრო, რომ მთავრობის მუშაობაზე პასუხისმგებლობა ჩვენც უნდა გვქონდეს.
ამასობაში დემოკრატი კანონმდებლები იმ იდეის გარშემო გაერთიანდნენ, რომელიც ობამას მიერ ინიცირებული ჯანდაცვის რეფორმის გარეშე, მთავრობის დაფინანსების გაგრძელებას ითვალისწინებს. სენატის უმრავლესობის ლიდერი, დემოკრატი მაიკლ რიდი აცხადებს, რომ დემოკრატები ამ მიმართულებით იბრძოლებენ.
მაიკლ რიდი: ხელმეორედ არ დავიწყებთ მსჯელობას ჯანდაცვის რეფორმაზე და არც იარაღის ენით ბრძოლას გავაგრძელებთ.
ვიდრე მთავრობის მუშაობის შეჩერება ძალაში შევიდოდა, ბოლო წუთს რესპუბლიკელებმა წარმომადგენელთა პალატაში წინადადება შეიტანეს ორ პალატას შორის წინააღმდეგობის დაძლევის მიზნით კონსულტაციები დაწყებულიყო. თუმცა სენატორმა რიდმა ეს წინადადება მაშინვე დაიწუნა.
მის მსგავსად, წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ჯონ ბეინერმაც არ დაუჭირა მხარი კენჭისყრაზე დამდგარიყო მთავრობის დაფინანსების საკითხი.
„ეს არ მოხდება“, განაცხადა ბეინერმა.
ამგვარად, სახელმწიფო სესხის გადავადების საკითხი ვაშინგტონის დროით შუაღამისას ამოიწურა. ამ გადაწყვეტილებამდე რამდენიმე საათით ადრე თეთრ სახლში პრეზიდენტმა ობამამ თავის იმედგაცრუება გამოხატა კონგრესის უმოქმედობის გამო.