პალესტინის ავტონომიის სტატუსი

პალესტინის პრეზიდენტი, მაჰმუდ აბასი (მარცხნივ) და გაეროს გენერალური მდივანი, ბან კი მუნი

მაჰმუდ აბასს იმედი აქვს,რომ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე პალესტინის ავტონომიის სტატუსის განახლების რეზოლუციას დაამტკიცებენ
პალესტინელთა ლიდერს მაჰმუდ აბასს იმედი აქვს, რომ დღეს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე პალესტინის ავტონომიის სტატუსის განახლების რეზოლუციას დაამტკიცებენ.

გენერალურმა ასამბლეამ კენჭი უნდა უყაროს რეზოლუციას, რომელსაც შეერთებული შტატები და ისრაელი მხარს არ უჭერს.

სამოცამდე ქვეყანა რეზოლუციის მომხრეა, ამიტომაც აბასს იმედი აქვს, რომ გაეროს ასამბლეის 193 კაციან შემადგენლობაში უმრავლესობის მოპოვებას შეძლებს. სტატუსის შეცვლის შემთხვევაში პალესტინას შესაძლებლობა მიეცემა საერთაშორისო კრიმინალურ სასამართლოში იჩივლოს და პალესტინის ტერიტორიაზე არაკანონიერი ქმედებების გამოიძიება ითხოვოს.