პალესტინის ხელისუფლება გაეროში ქვეყნის სტატუსის ამაღლებას ითხოვს, რომელსაც ამ ორგანიზაცაიში არაწევრი სახელმწიფოს სტატუსი გააჩნია.
შარშან ნოემბერში გაეროს გენერალურ ასამბლეის უშიშროების კომიტეტმა პალესტინის დელეგაციის თხოვნა არ დააკმაყოფილა ამ ორგანიზაციაში დამკვირვებლის სტატუსით გაწევრიანების საკითხის განხილვის შესახებ.
წელს პალესტინამ ტაქტიკა შეცვალა და დამკვირვებლის სტატუსის მოპოვებას მოითხოვს. პალესტინის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი გაეროს გენერალურ ასამბლეას, პალესტინელ ხალხთან სოლიდარობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ხუთშაბათს მიმართავს.
გაეროში პალესტინის წარმომადგენლის რიად მანსურის განცხადებით, რეზოლუციის ახალ პროექტს 60-მდე სახელმწიფო უჭერს მხარს, მის დასამტკიცებლად კი უბრალო უმრავლესობაა საჭირო.
ექსპერტების უმეტესობა მიიჩნევს, რომ ზოგიერთმა ევროპულმა სახელმწიფომ შესაძლოა მხარი არ დაუჭიროს აღნიშნულ რეზოლუციას. შეერთებული შტატები და ისრაელი კი ნამდვილად მის წინააღმდეგ წავლენ.
როგორც ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა პროფესორი ედმუნდ გარიბი აცხადებს:
„საერთაშორისო აღიარება მსოფლიოს ყურადღებას პალესტინის პრობლემაზე გაამახვილებს და პალესტინის ხელისუფლების ავტორიტეტის ზრდასაც გამოიწვევს. ამან შესაძლოა ისრაელ-პალესტინის მოლაპარაკებასაც შეუწყოს ხელი, რომელიც აღარ იქნება ახალი ებრაული დასახლებების საკითხზე გამახვილებული.“
პალესტინის სტატუსის გაფართოება ხელს შეუწყობს მის გაწევრიანებას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში და საერთაშორისო კრიმინალურ სასამართლოში, რომელსაც შეეძლება პალესტინის საჩივრების განხილვა პალესტინურ ტერიტორიებზე ისრაელის მიერ ჩადენილი დანაშაულის შესახებ.
პალესტინის მოთხოვნა დამკვირვებლის სტატუის მიღების შესახებ გარკვეულ ნეგატიურ რეაქციასაც გამოიწვევს, რადგან შეერთებული შტატები მიიჩნევს, რომ პალესტინის სახელმწიფოს აღიარება მხოლოდ მოლაპარაკებების შედეგად არის შესაძლებელი.
შეერთებული შტატების სახელწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის ვიქტორია ნულანდის განცხადებით, ჰილარი კლინტონმა პირდაპირ განუცხადა პალესტინის პრეზიდენტს მაჰმუდ აბასს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით თეთრი სახლის პოზიცია არ შეცვლილა.
ქალბატონი ნულანდის თქმით: „ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ეს ნაბიჯი პალესტინელ ხალხს დამოუკიდებლობასთან მიაახლოებს. ვთვლით რომ ეს შეცდომაა და ყოველთვის ამის წინააღმდეგ ვიქნებით.“
შეერთებულმა შტატებმა 2010 წელს 500 მილიონი დოლარი გამოყო პალესტინელთა დასახმარებლად. როგორც ნიუ იორკის უნივერსიტეტის დეკანი ვერა ჯელინეკი ამბობს:
„ამან შესაძლოა ჯარიმები გამოიწვიოს. შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა შესაძლოა შეწყვიტონ იუნესკოს დაფინასება.“
ეს კიდევ უფრო გაართულებს პალესტინის ფინანსურ მდგომარეობას, რომლის საბიუჯეტო დეფიციტმა 2012 წელს 1,5 მილიარდი დოლარი შეადგინა.
როგორც პოლიტოლოგი ედმუნდ გარიბი აცხადებს:
„პალესტინელებს სხვა არჩევანი არ გააჩნიათ, მათი პრობლემა საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების ცენტრში უნდა მოექცეს, რომელიც ყოველთვის იგნორირებას უკეთებდა ამ საკითხს, ეს გარემოება კი მათ პოზიციას ასუსტებდა.“
პოლიტიკური მიმომხილველების აზრით, შეერთებული შტატები და ისრაელი ასეთ სიტუაციაში სამშვიდობო პროცესის განახლებას შეეცდებიან და არ არის გამორიცხული, რომ პალესტინის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი სტატუსის შეცვლას ამ მოლაპარაკებებზე საკუთარი პოზიციის გასამყარებლად ცდილობდეს.