"თალიბანი" ადასტურებს, რომ მათი ერთ-ერთი ლიდერი მოკლულია

ტერორისტული დაჯგუფება "თალიბანი" ადასტურებს, რომ მისი ერთ-ერთი ლიდერი ხან საიდ საინა იმ საჰაერო თავდასხმისას დაიღუპა, რომელიც ამერიკული დრონების საშუალებით ავღანეთის საზღვართან ახლოs განხოციელდა.

ამერიკის მთავრობის წარმომადგნლები პაკისტანში განხორციელებულ ანტი-ტერორისტულ ოპერაციებზე დეტალური ინფორმაციას არ ავრცელებენ, თუმცა ადგილობრივი დაზვერვის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ტერორისტული დაჯგუფების ლიდერი საინა და მისი მებრძოლები მოსაზღვრე ავღანური პროვინციიდან, ხოსტიდან უკან ბრუნდებოდნენ, როდესაც უსახელო საჰაერო ხომალდიდან მათ ავტომობილზე მიიტანეს იერიში.

დაღუპული ლიდერი ამერიკის მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართული ტერორისტული თავდასხმების ორგანიზებაში იყო ბრალდებული. პაკისტანის ხელისუფლება მას ასევე იმ თავდასხმების გამო ეძებდა, რომლებიც 2012 წლის მერე განხორციელდა. მას ასევე ედებოდა ბრალი 2012 წელს ციხიდან გაქცევის ორგანიზებაში, რომლის შედეგადაც ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ქალაქ ბანუდან 400 პატიმარი გაიქცა, მათ შორის სამხედრო პირები.