ირანსა და პაკისტანს შორის დაძაბულობა იზრდება და ღრმავდება. პაკისტანზე ირანის იერიშებს საპასუხო ცეცხლი მოჰყვა. სააგენტო „ასოშეითედ პრესი“ წერს, რომ პაკისტანმა საჰაერო დარტყმები განახორციელა ირანში, ბოევიკების თავშესაფრებზე რასაც მსხვერპლი მოჰყვა, დაიღუპა სულ ცოტა 9 ადამიანი.
პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტროს თქმით მათი საჰაერო იერიშები „უაღრესად კოორდინირებული და ზუსტი სამხედრო დარტყმების სერია იყო“. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ირანზე იერიშების დროს პაკისტანმა „თვითმკვლელი დრონები და რაკეტები გამოიყენა“, რაც ნიშნავს, რომ სავარაუდოდ პაკისტანს თვითმფრინავები არ გამოუყენებია.
ასევე ნახეთ: ამერიკას ჰუთები ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეჰყავსროგორც ირანი ასევე პაკისტანი ამბობს, რომ მათი იერიშების სამიზნე ბელუჩის ბოევიკები იყვნენ, რომლებსაც სეპარატისტული მიზნები ამოძრავებთ. ბელუჩის მოქმედების არეალი კი „ასოშეითედ პრესის“ ინფორმაციით ირან-პაკისტანის საზღვრის ორივე მხარეს ვრცელდება.
ირანმა პაკისტანის ტერიტორიაზე იერიშები 11 იანვარს მიიტანა, საპასუხო ცეცხლი კი პაკისტანმა 16 იანვარს გახსნა.