პაკისტანში, ხმებს ითვლიან ხუთშაბათს გამართული არჩევნების შემდეგ, რომელსაც თავდასხმები და მობილური ტელეფონის სერვისების შეჩერება გასდევდა თან. ხელისუფლებამ განაცხადა, რომ სულ მცირე ცხრა ადამიანი დაიღუპა მთელი ქვეყნის მასშტაბით.
თუ ვინ გაიმარჯვა, სავარაუდოდ ნათელი გახდება პარასკევს დილას, რადგან ხმების დათვლა გრძელდება მთელი ღამის განმავლობაში.
ბევრი ანალიტიკოსი თვლის, რომ კენჭისყრამ შეიძლება არ გამოავლინოს აშკარა გამარჯვებული.
ასევე ნახეთ: პაკისტანში თალიბების დაჯგუფება პოლიციას თავს დაესხამთელი ქვეყნის მასშტაბით ათასობით ჯარისკაცი იყო ქუჩებსა და საარჩევნო უბნებზე განლაგებული, ხოლო ირანის და ავღანეთის საზღვრები დროებით დაიკეტა.
უსაფრთხოების გაძლიერების მიუხედავად, ცხრა ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი, დაიღუპა ბომბის აფეთქების, ყუმბარით თავდასხმებისა და სროლის შედეგად.
ასევე ნახეთ: პაკისტანმა ირანზე საპასუხო საჰაერო იერიშები მიიტანამთავარი კანდიდატი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ნავაზ შარიფია. მოსალოდნელია, რომ შეჯიბრი იქნება იმრან ხანის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატებს შორის, რომლის პარტიამაც წინა ეროვნულ არჩევნებში გაიმარჯვა, და შარიფის „მუსლიმთა ლიგას“ შორის, რომელსაც როგორც ანალიტიკოსები ამბობენ მხარს სამხედროები უჭერენ. ხანი პატიმრობაში იმყოფება.
ასევე ნახეთ: პაკისტანი ამბობს, რომ ირანმა მისი საჰაერო სივრცე დაარღვია და ორი ბავშვი მოკლამთავრობის მიერ, მობილური მომსახურების შეჩერებას კრიტიკა მოჰყვა ოპოზიციური პარტიების ლიდერების მხრიდან. „საერთაშორისო ამნისტიამ“ ამას უწოდა "უხეში თავდასხმა გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლებებზე".