ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების განცხადებებისა და რეკომენდაციების მიუხედავად, ოლიმპიურ თამაშებს ათასობით ადამიანი დაესწრება. ოლიმპიურმა კომიტეტმა გადაწყვეტილება რამდენიმე საათის წინ მიიღო.
ოლიმპიურ თამაშებზე დაიშვება იმდენი ადამიანი, რამდენიც დარბაზის სრული ტევადობის ნახევარია. თუმცა, შეზღუდვები აქაც მოქმედებს.
ოლიმპიური კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით: თუ დარბაზის ტევადობა 10 000 ადამიანს მოიცავს, შეჯიბრზე მხოლოდ ნახევარი, 5 000 კაცი დაიშვება. თუმცა, თუ დარბაზი 60 000 ადამიანს იტევს ამ შემთხვევაში შეჯიბრზე დასწრებას 10 000 ადამიანი შეძლებს. სწორედ ეს არის მაქსიმალური რაოდენობა ადამიანებისა, რომლებიც ერთ თამაშზე ერდროულად დაიშვებიან.
ასევე ნახეთ: ტოკიოს ექიმები ოლიმპიური თამაშების გაუქმებისკენ მოუწოდებენჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების რეკომენდაცია იყო, რომ დახურულ დარბაზებში შეჯიბრებს მაყურებელი არ დასწრებოდა, თუმცა ეს რჩევა გათვალისწინებული არ იქნა. ამ დრომდე იაპონიაში პანდემიის გამო არაერთი შეზღუდვაა დაწესებული და შესაძლოა, მათი შემსუბუქება მოხდეს.
ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ შესაძლოა ოლიმპიადა, რომელიც ივლისსში დაიწყება, პანდემიის ახალი ტალღის გავრცელების ერთ-ერთი დიდი წყარო აღმოჩნდეს. სპეციალისტები შიშობენ, რომ იაპონიაში სადაც ვაქცინაციის პროცესი ძალიან ნელი ტემპით მიმდინარეობს, მილიონობით ვიზიტორის მიღება კოვიდ19-ის პანდემიის პირობებში, არასწორი გადაწყვეტილებაა.
ოლიმპიადა სტარტს იაპონიაში 23 ივლისს აიღებს და მასში 11 000-ზე მეტი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. იაპონია ოლიმპიადის ფარგლებში 33 შეჯიბრსა და 400-მდე ღონისძიებას უმასპინძლებს. ოლიმპიადის შემდეგ ქვეყანაში პარაოლიმპიური თამაშები 24 აგვისტოდან 5 სექტემბრამდე, გაიმართბა.
Your browser doesn’t support HTML5
ზაფხულის ოლიმპიური თამაშები იაპონიაში 2020 წლის ზაფხულში უნდა გამართულიყო, თუმცა პანდემიის გამო თამაშების 1 წლით გადადება გახდა აუცილებელი. იაპონია წელს მეორედ უმასპინძლებს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს. პირველად ქვეყანაში ოლიმპიადა 1964 წელს გაიმართა.