ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტოკიოს ექიმები ოლიმპიური თამაშების გაუქმებისკენ მოუწოდებენ


იაპონიის წამყვანი სამედიცინო ორგანიზაციაც შეემატა მათ რიგებს, ვინც ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიადის გაუქმებას ითხოვს. ტოკიოს სამედიცინო პრაქტიკის ასოციაცია აცხადებს, რომ კორონავირუსის ინფექციის ზრდის ფონზე, საავადმყოფოები უკვე გადავსებულია.

ტოკიოს სამედიცინო პრაქტიკის ასოციაციაში დაახლოებით 6 000 ექიმი ერთიანდება. ისინი წერენ, რომ ოლიმპიადის მასპინძელ ქალაქში ექიმები ინფექციის ზრდის გამო იმდენად დაკავებულები არიან, რომ დამატებით დატვირთვას ვეღარ გაუძლებენ. სპორტული ღონისძიებების დაწყებამდე კი 3 თვეზე ნაკლები რჩება.

"კატეგორიულად მოვითხოვთ, მთავრობამ დაარწმუნოს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი იმაში, რომ ოლიმპიადის გამართვა რთული იქნება და მოსთხოვოს მათ თამაშების გაუქმების გადაწყვეტილების მიღება" - ნათქვამია 14 მაისით დათარიღებულ, ქვეყნის პრემიერ-მინისტრისადმი გაგზავნილ წერილში.

ტოკიოში ჯერ კიდევ მოქმედებს საგანგებო ვითარება. მთავრობამ 31 მაისამდე გაახანგრძლივა საგანგებო ვითარებით გათვალისწინებული ზომები როგორც ქვეყნის დედაქალაქში, ისე რამდენიმე სხვა პრეფექტურაში.

ტოკიოს ოლიმპიადა 2020 წელს უნდა გამართულიყო, მაგრამ პანდემიის გამო გადაიდო. დღევანდელი მოცემულობით, შეჯიბრებების ჩატარება 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე იგეგმება. ოლიმპიადის მონაწილეებს კოვიდ-19-ის მკაცრი პროტოკოლის დაცვა მოუწევთ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG