დღეს, 85 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართული თეატრისა და კინოს ცნობილი მსახიობი კახი კავსაძე. მას კორონავირუსის დიაგნოზი ნოემბერში დაუსვეს. რამდენიმეკვირიანი მკურნალობის შემდეგ, ის საავადმყოფოდან გაწერეს, თუმცა მას შემდეგ ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებული ჰქონდა და ბოლო ორი თვე პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა.
შოთა რუსთაველის თეატრის მსახიობს ქართული თეატრის სცენაზე და კინოში ასობით სამახსოვრო როლი აქვს შესრულებული. რუსთაველის თეატრთან ერთად, კახი კავსაძემ ტრიუმფით მოიარა ათეულობით ქვეყნის სცენა. 2012 წელს, ინგლისურ ენაზე მან შეერთებული შტატების სცენაზეც ითამაშა, ვაშინგტონის სინეტიკის თეატრში დადგმულ „სტუმარ-მასპინძელში“. იმავე წელს, ამერიკის დედაქალაქში მდებარე "ავალონის" კონოთეატრში გაიმართა ნანა ჯორჯაძის ფილმის ჩვენება "ნეტავი იქ თეატრი არის", რომელიც კახი კავსაძის ავტობიოგრაფიული ოდისეაა და საქართველოს მე-20 საუკუნის ისტორიას ასახავს.
Your browser doesn’t support HTML5