ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მსახიობი კელი პრესტონი ძუძუს კიბოთი გარდაიცვალა


ჰოლივუდის მსახიობი კელი პრესტონი, 57 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მსახიობის მეუღლე, ჯონ ტრავოლტა ავრცელებს.

ჯონ ტრავოლტა, ინსტაგრამის ოფიციალურ გვერდზე წერს, რომ მისი მეუღლე ძუძუს კიბოსთან ორწლიან ბრძოლაში დამარცხდა.

„მინდა დამძიმებული გულით გაცნობოთ, რომ ჩემი მშვენიერი მეუღლე, კელი ძუძუს კიბოსთან ორწლიან ბრძოლაში დამარცხდა. ის იბრძოდა ადამიანების სიყვარულისა და მხარდაჭერის დახმარებით“ - წერს ტრავოლტა საკუთარი მეუღლის შესახებ, რომელთანაც 29 წლიანი ქორწინება აკავშირებდა.

წყვილს სამი შვილი ჰყავდა, რომელთაგან ერთ-ერთი, 16 წლის ასაკში, 2009 წელს გარდაიცვალა. მედიის ცნობით, ჯეფ ტრავოლტამ, ეპილეფსიური შეტევის დროს, თავი მძიმედ დაარტყა, რაც გარდაცვალების მიზეზი გახდა. შემტხვევა ბაჰამის კუნძულებზე მოხდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG