საკანონმდებლო აქტი რუსი ოპოზიციონერი იურისტის, მაგნიტსკის სახელს ატარებს
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დღეს რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობის მარეგულირებელ რეგულაციას მოაწერა ხელი. იმავდროულად ადამიანის უფლებების დამრღვევ რუს ოფიციალურ პირებზე სანქციები დაწესდა.
ორივე დადგენილება ერთ საკანონმდებლო აქტშია გაერთიანებული, რომელიც სერგეი მაგნიტსკის სახელით არის ცნობილი. 37 წლის რუსი ოპოზიციონერი იურისტი კორუფციას ებრძოდა და 2009 წელს პატიმრობაში გარდაიცვალა. აქტით გათვალისწინებული სანქციები სწორედ იმ რუსი ფუნქციონერების წინააღმდეგ არის მიმართული, რომელთა გვარებიც მაგნიტსკიზე ძალადობის განხორციელების ფაქტში და მისი გარდაცვალების საქმეში ფიგურირებენ.
რუსეთის პრეზიდენტი დადგენილების ამ ნაწილს „არამეგობრულს და პოლარიზებულს“ უწოდებს. ვლადიმირ პუტინი შეერთებული შტატების მთავრობას „შესაბამის პასუხს“ პირდება.