აშშ ბიუჯეტი ისევ განხილვის მთავარი თემაა

თუკი პრეზიდენტმა ობამამ კანონმდებლებთან შეთანხმება ვერ მოახერხა, ამერიკას სეკვესტრი ემუქრება
პრეზიდენტი ობამა დღეს კონგრესში ამერიკელ კანონმდებლებს ხვდება და საბიუჯეტო შეკვეცებზე შეთანხმების მიღწევას კიდევ ერთხელ ცდის.

შეერთებული შტატების სენატში დემოკრატიული პარტია საბიუჯეტო შემოსავლების გაზრდას მდიდარ ამერიკელებზე და კორპორაციებზე გადასახადის გაზრდის გზით ცდილობს. ამასთან ერთად სამთავრობო დანახარჯების შეკვეცა 85 მილიარდით იგეგმება. გეგმა ძალაში პირველ მარტს უნდა შევიდეს. რესპუბლიკური პარტია გადასახადების გაზრდის კატეგორიული წინააღმდეგია.

თუკი პრეზიდენტს და კანონმდებლებს შორის შეთანხმება არ მოხდა, 1 მარტს ძალაში ავტომატური სეკვესტრი შევა, რომელიც ქვეყნის საშინაო და თავდაცვით პროგრამებზე თანაბრად გადანაწილდება. თეთრი სახლი აცხადებს, რომ სეკვესტრი ამერიკის ისედაც სუსტ ეკონომიკას მნიშვნელოვნად დააზარალებს.