ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტი ობამა ეშვილში ჩავიდა


პრეზიდენტი ობამა მეწარმეებს ახალ მაღალტექნოლოგიური ცენტრებსა და ხელფასების გაზრდაზე ესაუბრა

ოთხშაბათს პრეზიდენტი ობამა ჩრდილოეთ კაროლინას შტატის ქალაქ ეშვილში ჩავიდა, სადაც ეკონომიკის აღორძინებასა და საშუალო კლასის გაძლიერებაზე ისაუბრა.

პრეზიდენტი გამოსვლისას ერისადმი ყოველწლიური მიმართვის ძირითად თემებსაც შეეხო. მან აღნიშნა, რომ მყიფე ეკონომიკის გაძლიერება ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია.

ეშვილის ერთერთ საწარმოში ყოფნისას, პრეზიდენტი ობამა მეწარმეებს ახალი მაღალტექნოლოგიური ცენტრებსა და ხელფასების გაზრდაზე ესაუბრა. მან ინვესტორების მოზიდვის მიზნით, სურვილი გამოთქვა ქალაქებთან ითანამშრომლოს.

პრეზიდენტმა ობამამ ეროვნულ ამოცანად დასახა, 2 მილიონი პროფესიონალი ამერიკელი გადამზადდეს, რათა ისინი შემდგომში საპასუხისმგებლო თანამდებობებზე დაინიშნონ.
XS
SM
MD
LG