უსაბუთო ემიგრანტის დეპორტაცია აშშ-დან დროებით შეჩერდა
პრეზიდენტ ობამას საგანგებო განკარგულების თანახმად, ზოგიერთი უსაბუთო ემიგრანტის დეპორტაცია დროებით შეჩერდა. გადაწყვეტილებამ ამ ადამიანებში იმედი გააჩინა, თუმცა, ამას გარკვეული უარყოფითი ეფექტიც ახლდა თან.
მონიკა სიბრი და იოჰან გარსია მეგობრები არიან, გარსია ამერიკაში 15 წლის ასაკში ჩამოვიდა, სიბრი 16 წლის გახლდათ. ობამას განკარგულებამ გარსიას შემთხვევაში დადებითად იმუშავა, მაშინ როდესაც სიბრის, შესაძლოა, ქვეყნის დატოვება მოუწიოს.
ობამას განკარგულებით, ემიგრანტებს, რომლებიც მშობლებმა 15 წლის ასაკამდე შემოიყვანეს ქვეყანაში, დარჩენის უფლება 2 წლამდე გაუხანგრძლივდათ.
„მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს არ გახლავთ ამნისტია. ეს არ არის იმუნიტეტი და არც მოქალაქეობის მიღებისკენ გადადგმული ნაბიჯი. ამასთან, ამას არ ექნება მუდმივი სახე.“
ყველა ემიგრანტი მიღებული განკარგულებით ვერ იმოქმედებს, ზოგიერთ მათგანზე, უბრალოდ, არ ვრცელდება ასაკოვანი ზღვარი:
მონიკა სიბრი ეკვადორშია დებადებული და ის ამჟამად 20 წლისაა. ის სტეიტენ აილენდი კოლეჯის სტუდენტია:
„ჩვემი ოჯახის ნაწილი აქ ცხოვრობს, მშობლებიც აქ არიან. თუ ეკვადორში მომიწევს წასვლა, მე იქ არავინ მყავს,“ - ამბობს მონიკა.
გარსია 25 წლისაა, მას გაუმართლა, რომ ობამას განკარგულების თანახმად, მას ქვეყანაში დარჩენის უფლება ეძლევა. თუმცა, განიცდის, რომ მის მეგობარს - მონიკა სიბრის და კიდევ მრავალ სხვა ემიგრანტს, რომლებზეც არ ვრცელდება კანონი, აშშ-ის დატოვება მოუწევთ.
„მისნაირ ნიჭიერ სტუდენტს სწავლისა და ქვეყანაში დარჩენის უფლება უნდა მიეცეთ, მას ბევრის გაკეთება შეუძლია ამერიკაში და დარწმუნებული ვარ, რომ განსაკუთრებული წვლილის შეტანის უნარიც შესწევს."
ლორდეს რომეროს გაუმართლა და ის ამერიკაში დარჩება. „ჩემი აზრით ახლა ბევრის გაკეთებას შევძლებ. ოცნებებს ავისრულებ, მაგრამ ამავე დროს ვფიქრობ იმ ხალხზე, რომელთაც ეს კანონი არ შეეხოთ," - ამბობს ის.
მომხდართან დაკავშირებით თავის აზრს არამარტო ემიგრანტები გამოთქვამენ. ნიუ იორკის იმიგრაციის კონტროლის დეპარტამენტის წარმომადგენელი ჯონ მარზულო ობამას გადაწყვეტილებს ეწინააღმდეგება:
„ობამა არ არის მართალი, როდესაც არალეგალ იმიგრანტებს ქვეყენაში დარჩენის უფლებას აძლევს ან აადვილებს ამ პროცესს.“
ბრუკლინის ერთ-ერთი პროტესტანტული ეკლესის მოძღვარი, ბობ ვიტალიონე ობამას გადაწყვეტილებას კეთილშობილურ ჟესტს უწოდებს, თუმცა, მისი აზრთი ზოგადად უნდა შეიცვალს დამოკიდებულება ემიგრანტების მიმართ:
„დღესდღეობით უსაბუთო იმიგრანტები თანამედროვე მონებს ემსგავსებიან. ისინი მინიმალურ ან დაბალ ხელფასებზე მუშაობენ, ყველაზე მძიმე და ბინძურ სამუშაოს ასრულებენ, ისე როგორც ამას ადრეული ეპოქის მონები ასრულებდნენ."
ობამას გადაწყვეტილებას 100,000-მდე იმიგრანტი გამოეხმაურა, რომლებმაც ყველა საჭირო საბუთი შეავსეს. თეთრი სახლის ადმინისტრაცია იმდეოვნებს, რომ კონგრესში კანონი დამტკიცდება და ახალგაზრდებს, რომლებიც ამერიკაში მშობლებმა ადრეულ ასაკში უკანონოდ ჩამოიყვანეს, საბოლოოდ გახდებიან ამერიკის მოქალაქეები, ხოლო მათ, ვისაც კანონი არ ეხებათ, დეპორტაცია, ქვეყნის ნებით დატოვება ან არალეგალებად დარჩენა მოუწევთ.