პრეზიდენტი ბარაკ ობამა რუსეთს მოუწოდებს, აღმოსავლეთ უკრაინაში იარაღის და სეპარატისტების შედინების აღკვეთას შეუწყოს ხელი
შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა რუსეთს მოუწოდებს, აღმოსავლეთ უკრაინაში იარაღის და სეპარატისტების შედინების აღკვეთას შეუწყოს ხელი და მშვიდობის მხარდასაჭერად, შეიარაღებულ ჯგუფებზე საკუთარი გავლენა გამოიყენოს.
ობამა სიტყვით დღეს, ვარშავაში გამოვიდა. ეს მისი ევროპული ტურნეს პირველი ნაწილი იყო, რომლის დროსაც ევროპის სამ სახელმწიფოს ეწვევა. ამ ვიზიტების დროს უკრაინის კრიზისი, სავარაუდოდ წამყვანი თემა იქნება.
მან თქვა, რომ პოლონეთის პრეზიდენტი ბრონისლავ კომოროვსკი ეთანხმება იმას, რომ შემდგომი პროვოკაციები, რუსეთს ძვირი დაუჯდება და შესაძლოა ამაში სანქციებიც შევიდეს.
„ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის და თავისუფლების პრინციპები, ხალხის შესაძლებლობა, თვითონ განსაზღვროს საკუთარი ქვეყნის მომავალი, მშვიდობისა და უსაფრთხოების ის ქვაკუთხედია, რომელიც ბოლო ათწლეულების განმავლობაში ევროპაში გვქონდა და რომელსაც ამჟამად რუსეთის ქმედებები დაემუქრა, ჯერ ყირიმში და ახლა აღმოსავლეთ უკრაინაში.“
ობამამ თქვა, რომ არ მიაჩნია, რომ უკრაინამ უნდა აირჩიოს თუ ვისთან ჰქონდეს კარგი ურთიერთობა, ევროპასთან თუ რუსეთთან.
პრეზიდენტმა 1 მილიარდი დოლარის ღირებულების პროექტის განხორციელების წინადადება შეიტანა კონგრესში, რომელიც ევროპაში სამხედრო წვრთნებს და ჯარების როტაციას გააძლიერებს. ეს პროექტი შავ და ბალტიის ზღვებში დამატებითი საზღვაო ძალების განლაგებასაც ითვალისწინებს. მან თქვა, რომ ეს წამოწყება, ნატოს მოკავშირეებისადმი ამერიკის „ურყევი პასუხისმგებლობის“ დემონსტრირებაა.