პრეზიდენტმა დემოკრატიული პარტიის ყრილობა დაასრულა და პარტიის ნომინაციას ფორმალურად დაეთანხმა.
ბარაკ ობამამ, მიიღო რა დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო ნომინაცია პარტიის ყრილობის დასკვნით დღეს, ამომრჩეველს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწდა არჩევნების დღეს. ეს გადაწყვეტილება, მისი განცხადებით, სწორი არჩევანის გაკეთებას გულისხმობს.
ბარაკ ობამამ, თავისი გამოსვლით, დაასრულა ქალაქ შარლოტში მიმდინარე დემოკრატიული პარტიის ყრილობა. დარბაზში შეკრებილი საზოგადოება პრეზიდენტს შეძახილებით - „კიდევ ოთხი წელი“ ხვდებოდა. პრეზიდენტმა ამერიკელებს უთხრა, რომ ის სულაც არ ჰპირდება მათ „ადვილ ან სწრაფ“ გამოსავალს. არამედ აღნიშნა, რომ ის გზა, რომელსაც პრეზიდენტად გახდომის შემდეგ აირჩევს „კიდევ უფრო რთული იქნება, მაგრამ ამ გზას უკეთესი დასასრული მოჰყვება.“
ობამამ შეკრებილებს განუცხადა, რომ ის მთელს ერს თხოვს გაერთიანდეს ენერგეტიკის, განათლების, ეროვნული უსაფრთხოების, ჯანსაღი ეკონომიკის და მრეწველების სფეროების გადასარჩენად.