გარდაცვლილთა ნეშტები ვაშინგტონის მახლობლად სამხედრო ბაზაზე ჩამოასვენეს
„აშშ-ი ურყევად გააგრძელებს საკუთარი საელჩოების დაცვას," - განაცხადა პრეზიდენტმა ობამამ დაღუპული დიპლომატების ლიბიიდან ჩამოსვენების ცერემონიალზე.
მან ასევე დასძინა, რომ მიუხედავად მძიმე დღეებისა, ამერიკის შეერთებული შტატები არ აპირებს მსოფლიოში საქმიანობის შეწყვეტას და ადამიანების თავისუფლებისთვის ბრძოლის შეჩერებას.
დაღუპულთა ჩამოსვენების ცერემიალს ესწრებოდნენ ასევე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი და ვიცე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი. ლიბიაში ამერიკის ელჩის კრისტოფერ სტივენსის და მისი სამი დაქვემდებარებულის ნეშტი დღეს ვაშინგტონის მახლობლად, სამხედრო ბაზაზე ჩამოასვენეს.