იემენში ასობით დემონსტრანტი ისლამის დამამცირებელ ფილმს აპროტესტებს. ქალაქ სანააში მომიტინგეებმა შეერთებული შტატების საელჩოს შეუტიეს და დიპლომატთა მანქანები დააზიანეს. დაცვამ ეგზალტირებული მასის შესაჩერებლად წყლის ჭავლი გამოიყენა.
„ეს ფილმი არ არის ამერიკა. არც ამერიკის მთავრობა. ის რამდენიმე გიჟის გადაღებულია, რომლებიც ჩვენი და მუსლიმანური სამყაროს ურთიერთობით მანიპულირებენ,“- განაცხადა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში შეერთებული შტატების ყოფილმა ელჩმა იემენში და ავღანეთში, რონალდ ნიუმანმა.
ანტი-ამერიკულმა საპროტესტო აქციებმა ახლო აღმოსავლეთის და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნები მოიცვა. ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ დასავლეთ ევროპაში ვიზიტი შეაჩერა. სამშაბათს ლიბიის ქალაქ ბენღაზიში საელჩოზე ანალოგიური თავდასხმის შედეგად ლიბიაში ამერიკის ელჩი და მისი 3 თანამშრომელი დაიღუპა. პრეზიდენტი ობამა და ლიბიის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტი, მუჰამედ მაღარიეფი მომხდარის გამოძიებაზე და დამნაშავეების დასჯაზე შეთანხმდნენ. ლიბიის ლიდერმა შეერთებულ შტატებს ოფიციალური ბოდიში მოუხადა.
ობამას ადმინისტრაციამ განკარგულება გასცა ლიბიაში ამერიკის საელჩოს ევაკუაციის და ტრიპოლიში გადაყვანის შესახებ. შეერთებულმა შტატებმა რეგიონში ორი ნაღმოსანი გემი, საზღვაო ფლოტის ტერორიზმთან მებრძოლი უსაფრთხოების ჯგუფი და ფედერალური გამომძიებლები გააგზავნა.
მომიტინგეთა ყველაზე დიდი ტალღა, ძირითადად, 200-მდე ახალგაზრდა ეგვიპტის დედაქალაქში მდებარე ამერიკის საელჩოს ჭიშკართან იმყოფებოდა. დღეს ეგვიპტის პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. ქვეყნის ისლამისტი პრეზიდენტი, მუჰამედ მორსი, რომელიც ამჟამად ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, ძალადობის ფაქტებს გმობს და აცხადებს, რომ ის მოვალეა უცხოელების სიცოცხლე დაიცვას.