აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოს ანგარიში

ჩინეთის ხელისუფლებამ მკაცრად გააკრიტიკა გამოქვეყნებული ანგარიში
პრეზიდენტი ბარაკ ობამა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოსვლისთვის ემზადება, რომელიც სახლმწიფო სადაზვერვო სააგენტოების მიერ ინფორმაციის მოგროვების გზებს შეეხება. თუმცა ზოგიერთი ექსპერტი თვლის, რომ დიდი ცვლილებების მოლოდინი მოსახლეობას არ უნდა ჰქონდეს. მანამდე კი დაზვერვის სამსახურმა უკანასკნელი ანგარიში გამოაქვეყნა.

ჯეიმს ენდრიუ ლუისი აშშ-ის სტრატეგიული და საერთშორისო კვლევითი ცენტრის კიბერუსაფრთხოების ექსპერტია, მისი განცხადებით:

„შესაძლოა პროცესი უფრო ძვირადღირებული და რთული გახდეს, მაგრამ მას არავინ შეაჩერებს. დაზვერვა ქვეყნისთვის ძალზედ მნიშვნელოვნია და არა მარტო ამერიკისთვის. მას ყველა წამყვან ქვეყანაში დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. ყველა აგროვებს ინფორმაციას და მომავალშიც ასე გაგრძელდება.“

გაზეთ ნიუ იორკ თაიმსის განცხადებით, აშშ-ი იყენებდა კომპიუტერში დამონტაჟებულ რადიო გადამცემებს, რომელთა საშუალებით ხდებოდა პროგრამების ჩატვირთვა და ინფორმაციის მოგროვება რუსეთის სამხედრო კომპიუტერული ქსელებიდან, ევროკავშირის სავაჭრო ჯგუფების, მექსიკის პოლიციის და ნარკოკარტელების სისტემებიდან. გაზეთში გავრცელებული ინფორმაციით, სადაზვერვო სამსახურის სამიზნეს საუდის არაბეთი, ინდოეთი და პაკისტანიც წარმოადგენდა.

თავის მხრივ, თეთრი სახლი იცავს სადაზვერვო სააგენტოს ქმედებებს და აცხადებს, რომ ეს უკანასკნელი მკაცრი ზედამხედველობის ქვეშ მუშაობს და ძირითადად ყურადღებას ტერორიზმის, ადამიანთა ტრაფიკინგის და ნარკოტიკების გამავრცელებლებზე ამახვილებს.

ჩინეთის ხელისუფლებამ მკაცრად გააკრიტიკა გამოქვეყნებული ანგარიში. საგარეო საქმეთა პრესპიკერის განცხადებთ, ვაშინგტონი სხვა ქვეყნების სუვერენიტეტს, უსაფრთხოებას და კონფედენციალური ინფორმაციის გასაჯაროებას საფრთხის ქვეშ აყენებს.

მიუხედავად კრიტიკისა, აშშ-ის ეროვნული უშიშროების ყოფილი წევრი რაიმონდ ტანერი იმედოვნებს, რომ აშშ-ი აქტიური და ფხიზელი დარჩება მომავალშიც:

„აშშ-ის ხელისუფლებას შესწევს უნარი გამოასწოროს ეროვნული უსაფრთხოების უარყოფითი გავლენები ისეთ ქვეყნებთან ურთიერთობაში როგორიცაა მაგალითად ჩინეთი.“

ყოფილმა კონგრესმენმა ჯეინ ჰარმანმა, რომელიც დღეს ვუდრო ვილსონის საერთაშორისო ექსპერტთა ცენტრის პრეზიდენტია, ოთხშაბათს კანონმდელების წინაშე გამართული მოსმენების დროს შემდეგი განაცხადა:

„ჩვენ გვჭირდება ეფექტური სისტემა, რომელიც აღმოაჩენს ბოროტომქმედს, აღმოფხვრის და გაანეიტრალებს ქვეყნის წინააღმდეგ შეთქმულებას.“

ექსპერტების აზრით, კვლავ რჩება გაურკვევლობა იმის თაობაზე, დააწესებს თუ არა პრეზიდენტი ობამა კიბერდაზვერვაზე გარკვეულ ლიმიტს, შეეხება თუ არა ეს ამერიკის მოკავშირეებსა და ამერიკის მოქალაქეებს.