ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა სათვალთვალო პროგრამის კონტოლირებას ზღუდავს


სენატის დაზვერვის კომიტეტმა სადაზვერვო სააგენტოების კონტროლირების შეზღუდვას დაუჭირა მხარი

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი აცხადებს, რომ ამერიკის სათვალთვალო პროგრამამ რიგ შემთხვევებში უფლებამოსილებას გადააჭარბა, თუმცა მომავალში მსგავსი რამ აღარ განმეორდება.

ეს განცხადება ჯონ კერიმ ხუთშაბათს ლონდონის კონფერენციაზე გამოსვლისას გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ მედიის ცნობით, ამერიკის ეროვნული უშიშროების სამსახური გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის სატელეფონო საუბრებს უსმენდა. ეს ინფორმაცია იმ დოკუმენტებზე დაყრდნობით გავრცელდა, რომელიც უშიშროების სააგენტოს თანამშრომელმა ედვარდ სნოუდენმა გაამჟღავნა.

ხუთშაბათს სენატის დაზვერვის კომიტეტმა სადაზვერვო სააგენტოების კონტროლირების შეზღუდვას დაუჭირა მხარი. ახალი კანონის თანახმად, ბაზაში მონაცემები მხოლოდ 5 წლის განმავლობაში შეინახება.
XS
SM
MD
LG