"ტესლას" ელექტრომობილების შეძენა ბიტკოინებით უკვე შესაძლებელია. ინფორმაცია საჯაროდ მილიარდერმა ელონ მასკმა გაახმაურა და თქვა, რომ კომპანიაში უკვე ყველაფერი მზადაა იმისთვის, რომ ვაჭრობის წარმოება კრიპტოვალუტით მოხდეს.
"ახლა თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ "ტესლა" ბიტკოინით,"- დაწერა ტვიტერზე მილიარდერმა. აქვე მასკი განმარტავს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების გარეთ ეს სერვისი წლის ბოლოს ამოქმედდება.
ასევე ნახეთ: ელონ მასკის გადაწყეტილების შემდეგ ბიტკოინის ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდაშეგახსენებთ, რომ გასულ თვეში ელონ მასკმა აღნიშნა, რომ მისმა კომპანიამ 1.5 მილიარდი დოლარის ღირებულების ბიტკოინი შეიძინა, რის გამოც ბიტკოინებზე მოთხოვნა სწრაფად გაიზარდა და კრიპტოვალუტის ფასმა რეკორდული ნიშნული დააფიქსირა.
მასკი აქვე განმარტავს, რომ თანხა, რომელსაც "ტესლა" მიიღებს, კრიპტოვალუტით ტრადიციულ ფულად ერთეულში არ გადაანგარიშდება. მილიარდერი ამბობს, რომ კომპანია ტრანზაქციების უზრუნველსაყოფად, შიდა პროგრამას იყენებს.