აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა მოუწოდა ჩრდილოეთ კორეის ახალ ხელმძღვანელობას "მშვიდობიანი გზა" აირჩიოს, ქვეყნის ლიდერის კიმ ჯონგ ილის გარდაცვალების შემდეგ. მან ასევე დასძინა, რომ მას იმედი აქვს, რომ მეზობელ ქვეყნებთან ფხენიანი ურთიერთობებს გამოასწორებს და პატივს სცემს საკუთარი მოსახლეობის უფლებებს. როგორც ჰილარი კლინტონმა განაცხადა, აშშ-ს აღელვებს ჩრდილოეთ კორეელი ხალხის ბედი. მან ასევე ისაუბრა ურთიერთობების ახალი ერის დაწყებაზე, კეთილდღეობასა და რეგიონში უსაფრთხოების ხელშეწყობაზე.