ჩრდილოეთ კორეის მთავრობამ კიმ ჩენ ინი ქვეყნის უმაღლეს მთავარსარდლად ოფიციალურად დაასახელა. ამის შესახებ ახალი ამბების ცენტრალურმა სააგენტომ დღეს განაცხადა. გადმოცემული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, აწ გარდაცვლილი ლიდერის კიმ ჩენ ირის შვილს და მემკვიდრეს მშრომელთა პარტიის ცენტრალური პოლიტიკური ბიუროს სხდომაზე ეს წოდება ოფიციალურად მიენიჭა.
სახელმწიფო მედიის ცობით, კიმ ჩენ ინი მილიონ ორასიათასიანი ძლიერი არმიის მთავარსარდალი გახდა, რითაც მისი მამის კიმ ჩენ ირის სურვილი აღსრულდა. აწ გარდაცვლილმა ლიდერმა კიმ ჩენ ირმა ამ სურვილის შესახებ ოფიციალურად 8 ოქტომბერს განაცხადა. ჯერ კიდევ თავის სიცოცხლეში კიმ ჩენ ირმა თავის ვაჟს ოთხვარსკვლავიანი გენერლის წოდება მიანიჭა და ასევე პარტიის ვიცე-თავმჯდომარედ დანიშნა.