ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა თავის სამხედრო მაღალჩინოსნებს უბრძანა, გააფართოვონ საბრძოლო წვრთნები და გააძლიერონ საომარი მზადყოფნა. მიმომხილველები ფიქრობენ, რომ კიმ ჩენ ინი ცდილობს, ვაშინგტონთან გაღრმავებული დაძაბულობის ფონზე, მეზობლებთან იარაღის დემონსტრირების პროვოკაციული სერია გააძლიეროს.
ასევე ნახეთ: ჩრდილოეთ კორეამ აღმოსავლეთ ზღვის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტა გაუშვაკიმ ჩენ ინმა, მოწოდება მმართველი „მშრომელთა პარტიის“, ცენტრალური სამხედრო კომისიის სხდომაზე გააკეთა. შეხვედრას წინ უსწრებდა ცნობა, რომ ჩრდილოეთ კორეა გეგმავს სამხედრო აღლუმს, სადაც შეეცდება წარმოაჩინოს მისი მზარდი ბირთვული იარაღისა და სარაკეტო პროგრამის უახლესი აპარატურა.
აღლუმი, რომელიც შესაძლოა ფხენიანში გაიმართოს, კორეის სახალხო არმიის დაფუძნების 75 წლის თავს მიეძღვნება.
გასულ კვირაში, ცღდილოეთ კორეა, შეერთებულ შტატებს, „ყველაზე დიდი ბირთვული ძალით“ დაპირისპირებით დაემუქრა. ფხენიანმა დაგმო შეერთებული შტატების გეგმები, სამხრეთ კოერეასთან თავისი ერთობლივი წვრთნები გააფართვოს და რეგიონში უფრო მოწინავე სამხედრო აქტივები განათავსოს, როგორებიცაა ბომბდამშენები და ავიამზიდები.
ასევე ნახეთ: ამერიკის დაზვერვა: რუსეთი ჩრდილოეთ კორეისგან იარაღს ყიდულობსექსპერტები ამბობენ, რომ კიმ ჩენ ინის მიერ იარაღის გამოცდა და მუქარა, მიზნად ისახავს ვაშინგტონის იძულებას, მიიღოს იდეა, რომელიც ჩრდილოეთ კორეას, ბირთვულ ძალად წარმოადგენს. ანალიტიკოსების თქმით, ამ იდეას ფხენიანი, ეკონომიკური და პოლიტიკური დათმობების გზად განიხილავს.