ორშაბათ დილით, ჩრდილოეთ კორეამ ორი ახლო რადიუსის ბალისტიკური რაკეტა გაუშვა და აშკარა გახადა, რომ რომ ეს აშშ-ის და სამხრეთ კორეის ერთობლივი საჰაერო წვრთნების საპასუხოდ გააკეთა. ერთი დღით ადრე გამართულ აშშ-სამხრეთ კორეის საჰაერო წვრთნებში ორი B-1B სტრატეგიული ბომბდამშენი და F-35 „სტელსის“ გამანადგურებლები მონაწილეობდნენ.
ჩრდილოეთ კორეის ოფიციალური ცენტრალური საინფორმაციო სააგენტოს განცხადებაში ნათქვამია, რომ ორი 600-მილიმეტრიანი რაკეტა 395 და 337 კილომეტრით დაშორებული სამიზნეებისკენ გაუშვეს. განცხადებაში ასევე აღნიშნეს, რომ მხოლოდ ოთხ ასეთ რაკეტას, რომელთა ტაქტიკური ბირთვული ქობინით აღჭურვაცაა შესაძლებელი, აეროდრომის სრულად განადგურება შეუძლია.
ასევე ნახეთ: ჩრდილოეთ კორეა სამხედრო ქმედებით იმუქრებასამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბის ცნობით, მათ დილის 7 საათიდან 7 საათსა და 11 წუთამდე, ჩრდილოეთ კორეის სუკჩონის რაიონიდან, რომელიც დედაქალაქ ფხენიანის ჩრდილოეთითაა, კორეის ნახევარკუნძულიდან აღმოსავლეთით, ზღვის მიმართულებით ორი ახლო რადიუსის რაკეტის გაშვება დააფიქსირეს.
სამხრეთ კორეის სამხედრო უწყების თანახმად, რაკეტების სხვა კუთხით გაშვების შემთხვევაში, თეორიულად ამ რაკეტების მოქმედების რადიუსში შესაძლოა სამხრეთ კორეის რამდენიმე ავიაბაზა აღმოჩენილიყო, მათ შორის - ამერიკული ავიაბაზები ოსანში და გუნსანში.
ჩრდილოეთ კორეის მმართველი დიქტატორის დამ განაცხადა: „წყნარი ოკეანის წყლების ჩვენს საცეცხლე პოლიგონად გამოყენება, აშშ-ის ძალების ქმედებებზეა დამოკიდებული.“