გასულ წელს, ჩრდილოეთ კორეის ეკონომიკამ, საერთაშორისო სანქციების შედეგად, 3.5 პროცენტით იზარალა. ამ ინფორმაციას სამხრეთ კორეის ცენტრალური ბანკი ავრცელებს. ჩრილოეთ კორეა ეკონომიკურ მონაცემებს არ ასაჯაროებს.
2016 წელს ჩრდილოეთ კორეის ეკონომიკა თითქმის 4 პროცენტით გაიზარდა. წლევანდელი კლება ბოლო 20 წლის განმავლობაში უპრეცენდენტოა. ბოლოს, ეკონომიკა 6.5 პროცენტით 1997 წელს შემცირდა.
საერთაშორისო სანქციების შედეგად კორეის სამთო მრეწველობა 11 პროცენტით შემცირდა. უკუსვლაა წარმოების და სოფლის-მეურნეობის სფეროებშიც. მნიშვნელოვნად - 37 პროცენტით - იკლო ექსპორტმა, უმნიშვნელოდ გაიზარდა იმპორტი.
სამხრეთ კორეის ცენტრალური ბანკის გათვლებით, მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ მოსახლეზე, დაახლოებით, ათას ამერიკულ დოლარს აღწევს, რაც სამხრეთ კორეის მაჩვენებელზე 23-ჯერ ნაკლებია.