ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამხრეთ კორეა ბირთვული სამიტის ჩატარებას ცდილობს


სამხრეთ კორეა ცდილობს ჩრდილოეთ კორეის და შეერთებული შტატების ლიდერებს შორის დაგეგმილი სამიტი შედგეს.

დღეს, სამხრეთ კორეის ეროვნული უშიშროების საბჭომ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ სეული ცდილობს სამიტის წარმატებით ჩასატარებლად “მის ხელთ არსებული რესურსები და კომუნიკაციის არხები გამოიყენოს”.

შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი სამხრეთ კორეაში ქრისტოფერ ჰილი, რომელიც 2005 წლის ექვსპარტიულ მოლაპარაკებებში მონაწილეობდა, აცხადებს, რომ ჩრდილოეთ კორეას არ სურს ამ შეხვედრის მთავარ ინიციატორად გამოჩნდეს.

“ჩრდილოეთ კორეისთვის შეერთებული შტატების მოქმედ პრეზიდენტთან მათი ლიდერის შეხვედრა დიდი პატივია. ამისთვის კიმ ჩენ უნის მამას არ მიუღწევია. ჩვენ არ უნდა ჩავთვალოთ, რომ ჩრდილოეთ კორეა საბოლოოდ დათმობს ბირთვულ არსენალს, არც მათ მიერ ამერიკელების გათავისუფლება უნდა ჩავთვალოთ დათმობად”, ამბობს ყოფილი ელჩი.

დონალდ ტრამპის და კიმ ჩენ უნის შეხვედრა 12 ივნისისთვის არის დაგეგმილი, თუმცა შეხვედრის ჩაშლაზე მას შემდეგ დაიწყო საუბრები, რაც ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყანა შეხედრაზე დაფიქრდება, თუ შეერთებული შტატები ცალსახად მოითხოვს ბირთვული არსენალის განადგურებას.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG