სამხრეთ კორეა აცხადებს, რომ ჩრდილოეთ კორეელი მამაკაცი, რომელსაც სეული გაუპატიურების ბრალდებით ეძებს, სავარაუდოდ, საზღვარზე გადაიპარა. მან მოახერხა მესაზღვრეების შეუმჩნევლად საზღვრის გადაცურვა და ჩრდილოეთ კორეაში გადასვლა.
24 წლის მამაკაცმა, სამხრეთში თავშესაფარი 2017 წელს მოითხოვა. მოგვიანებით მას ბრალად ჩრდილოეთიდან გაქცეული მეორე პირის გაუპატიურება ედება. ჩრდილოეთ კორეაში დაბრუნება, მან განგვას კუნძულიდან, მდინარე ჰანის გადაკვეთით მოახერხა.
ასევე ნახეთ: ამერიკელი სტუდენტის მშობლები ჩრდილოეთ კორეისთვის სანქციების დაწესებას ითხოვენჩრდილოეთში აცხადებენ, რომ სწორედ ამ პირმა შეიტანა ქვეყანაში კორონავირუსი. თუმცა სამხრეთ აცხადებს, რომ ეს პირი არ ყოფილა კორონავირუსის პაციენტად ან მათთან კონტაქტში მყოფად რეგისტრირებული.
ეს პირველი შემთხვევაა, როცა ჩრდილოეთ კორეამ ახალი კორონავირუსის პანდემიის არსებობა აღიარა. ჩრდილოეთ კორეამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და სასაზღვრო ქალაქ კაესონგში კარანტინი გამოაცხადა, იქ სადაც სამხრეთში გაქცეული პირი იპოვეს.
ასევე ნახეთ: ჩრდილოეთ კორეა ამბობს, რომ ტრამპისა და კიმის კიდევ ერთი სამიტის ჩატარებით არ არიან დაინტერესებულიჩრდილოეთ კორეა ამ დრომდე აცხადებდა, რომ ქვეყანაში კორონავირუსი არ იყო გავრცელებული. ახლა კი ფხენიანი, ქვეყანაში ვირუსის შეტანას სამხრეთს აბრალებს.
ჩრდილოეთ კორეას ჩინეთთან 1400 კილომეტრის სიგრძის საზღვარი აქვს. მართალია ჩრდილოეთმა საზღვარი ოფიციალურად თებერვალში ჩაკეტა, მაგრამ ვაჭრობა ორ ქვეყანას შორის გრძელდებოდა.