ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელი სტუდენტის მშობლები ჩრდილოეთ კორეისთვის სანქციების დაწესებას ითხოვენ


ოტო უორმბიერის მშობლები, სტუდენტის, რომელიც 2017 წელს ჩრდილოეთ კორეაში ტყვეობაში ყოფნის შემდეგ, ჩამოსვლისთანავე აშშ-ში გარდაიცვალა, მოითხოვენ ჩრდილოეთ კორეას ფინანსური სანქციები დაუწესდეს. მათ მიაჩნიათ, რომ მათი შვილის გარდაცვალების გამო ჩრდილოეთ კორეამ პასუხი უნდა აგოს.

როგორც სინდი და ფრედ უორმბიერები ამბობენ, ისინი ასევე აკვირდებიან აღმოსავლეთ ევროპაში ჩრდილოეთ კორეის ქმედებებს.

"ჩრდილოეთ კორეა აგრძელებს უკანონო მოქმედებებს თავიანთი საელჩოების მეშვეობით პოლონეთში, რუმინეთში, ბულგარეთსა და რუსეთში. ისინი აწარმოებენ არალეგალურ ბიზნესს და ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ამ ბიზნესების დახურვაზე,"- ამბობს ფრედ უორმბიერი.

გარდაცვლილი სტუდენტის მამა აქვე ამატებს, რომ ოჯახი გადის კონსულტაციებს იურისტებთან, რათა სარჩელი შეიტანოს ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჯონ უნის და მისი დის წინააღმდეგ.

გარდაცვლილი სტუდენტის დედა კი აცხადებს, რომ მათ დახმარებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ათობით ადვოკატი გაუწევს.

ოჯახი ამბობს, რომ ისინი შვილის გარდაცვალების შემდეგ აკვირდებოდნენ ვითარებას დადგებოდა, თუ არა სამართალი საქმეზე და აგებდნენ, თუ არა პასუხს დამნაშავეები. ახლა, გარდაცვლილი სტუდენტის მშობლები ამბობენ , რომ სამართალი არ აღდგა და აპირებენ თავიანთი ძალებით მოსთხოვონ დამნაშავეებს პასუხი.

ამერიკელი ოტო ვარმბიერი ვირჯინიის უნივერსიტეტის სტუდენტი იყო. ოტო ჩრდილოეთ კორეაში 2015 წელს ჩავიდა. იმ დროს, კი როცა ის 2016 წლის იანვარში სამშობლოში (ამერიკაში) დაბრუნებას გეგმავდა, აეროპორტში მაშინ დააკავეს. ჩრდილოეთ კორეა ამერიკელ სტუდენტს პროპაგანდაში ადანაშაულებდა. დაკავებულ ამერიკელს 15 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.

ოტომ დაკავებიდან მალევე 2016 წლის მარტში ციხეში გაურკვეველი მიზეზებით ნევროლოგიური ტრავმა მიიღო და ის კომაში ჩავარდა. ამ მდგომარეობაში ის დაახლოებით 1 წლის განმავლობაში იმყოფებოდა. თვეების განმავლობაში ჩრდილოეთ კორეა ფაქტს მალავდა, შემდეგ კი, 2017 წლის ივნისისთვის მათ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ამერიკელი სტუდენტი ციხეში დაეცა და მიიღო ტრავმა, რის გამოც ის კომაში იმყოფებოდა.

რამდენიმე კვირაში, 13 ივნისს, ამერიკელი ოტო ვარმბიერი გაათავისუფლეს, ახალგაზრდა, ამერიკაში კერძოდ, ოჰაიოში გადმოაფრინეს, თუმცა ექიმებმა 22 წლის ახალგაზრდის გადარჩენა ვერ შეძლეს. ამერიკელი სტუდენტი ამერიკაში ჩამოფრენიდან 6 დღეში, 2017 წლის 19 ივნისს გარდაიცვალა.

მასალა მომზადებულია "ამერიკის ხმის"კორეული რედაქციის მიერ ვაშინგტონში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG