გამომძიებლებმა ასაფეთქებელი ნივთიერებების კვალი აღმოაჩინეს დაზიანებულ “ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენზე. ეს ადასტურებს დივერსიას, განაცხადა შვედეთის პროკურატურამ პარასკევს.
შვედეთის და დანიის ხელისუფლება იკვლევს, თუ როგორ გაჩნდა ოთხი დაზიანების ადგილი, ჩრდილოეთის ნაკად 1 და 2 გაზსადენებზე, რომლებიც რუსეთსა და გერმანიას აკავშირებენ ბალტიის ზღვის გავლით. მილსადენი კრიტიკულ როლს თამაშობს, უკრაინის კრიზისის ფონზე შემცირებული გაზის მიწოდების ფონზე.
გასულ თვეში დანიამ განაცხადა, რომ წინასწარმა გამოძიებამ აჩვენა, რომ გაჟონვა გამოწვეული იყო ძლიერი აფეთქებებით.
„ჩატარებულმა ანალიზმა აჩვენა ასაფეთქებელი ნივთიერების კვალი რამდენიმე აღმოჩენილ ობიექტზე“, - ნათქვამია შვედეთის პროკურატურის განცხადებაში. პროკურატურა ამბობს, რომ დასკვნებით აჩვენებს, რომ ინციდენტი „უხეში დივერსიაა“.
ასევე ნახეთ: ზამთარი ევროპაში და რუსული გაზიშვედეთი პროკურატურის თქმით, გამოძიების შემდეგ გამოჩნდება, მოხდება თუ არა დამნაშავეების იდენტიფიცირება.
პროკურატურამ უარი თქვა დამატებითი კომენტარის გაკეთებაზე, მათ შორის იმაზე, თუ რომელი ასაფეთქებელი ნივთიერება გამოიყენეს მილსადენების დასაზიანებლად.
რუსეთი დაელოდება ზარალის სრულ შეფასებას, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებს გაზსადენის რემონტის შესახებ, - განაცხადა პარასკევს კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა.
„ის ფაქტი, რომ სამხილები დივერსიული ან ტერორისტული აქტის დადასტურების სასარგებლოდ იხრება... კიდევ ერთხელ ადასტურებს ინფორმაციას, რომელიც რუსულ მხარეს აქვს“, - განაცხადა პესკოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
ასევე ნახეთ: კრემლი "ჩრდილოეთის ნაკადის" მილსადენების დაზიანებაში ბრიტანეთს ადანაშაულებს„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამოძიება გაგრძელდეს, და მნიშვნელოვანია ამ აფეთქების მიღმა არსებული კვალის პოვნა“, - თქვა მან.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გასულ თვეში განაცხადა, რომ მილსადენები ბრიტანეთის საზღვაო ძალებმა ააფეთქა. ლონდონის თქმით, ეს სიცრუეა და მიზნად ისახავს უკრაინაში რუსული სამხედრო მარცხისგან ყურადღების გადატანას.
სავარაუდო აფეთქება მილსადენზე 26 სექტემბერს მოხდა. ერთ-ერთი შვედური გამოცემის "ექსპრესენის" ცნობით, მილსადენზე გაჩენილი ნაპრალი სულ მცირე 50 მეტრი სიგრძისაა. ეს გამოცემის მტკიცებით, დაზიანების პირველი საჯაროდ ხელმისაწვდომი ფოტოების საფუძველზე გახდა ცნობილი. დანიელი სეისმოლოგები ამბობდნენ, რომ აფეთქებების სიმძლავრე რიხტერის შკალით დაახლოებით 2.3 მაგნიტუდის იყო და დაფიქსირებული სიგნალები არ შეიძლება მიწისძვრა ყოფილიყო.