ნობელის კომიტეტმა დღეს წლის ბოლო ორი გამარჯვებულიც დაასახელა. ეკონომიკის დარგში პრესტიჟული პრიზი წელს 2 ამერიკელს გადაეცემა: უილიამ ნორდჰაუსს, იელის უნივერსიტეტიდან და პოლ რომერს ნიუ-იორკის უნივერსიტეტიდან.
შვედეთის მეცნიერებათა სამეფო აკადემიის განცხადებით, ამ წლის ლაურიატებმა "მნიშვნელოვნად გააფართოვეს ეკონომიკური ანალიზის საზღვრები ისეთი მოდელების შექმნით, რომელიც განმარტავს საბაზრო ეკონომიკის ურთიერთქმედებას ბუნებასთან და ცოდნასთან". ნორდჰაუსი გრძელვადიან მაკროეკონომიკურ ანალიზში კლიმატური ცვლილებების ინტეგრაციაზე მუშაობს, პოლ რომერი კი ამ ტიპის ანალიზში ტექნოლოგიური ინოვაციების ინტეგრაციაზე.