ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქიმიის დარგში ნობელის პრემია სამ მეცნიერს გადაეცა


შვედეთის მეცნიერებათა სამეფო აკადემიის გადაწყვეტილებით, პრესტიჟული ჯილდო, რომელსაც ფულადი პრიზი, 1 მილიონი დოლარიც მოჰყვება, ორმა ამერიკელმა და ერთმა ბრიტანელმა მეცნიერმა მიიღო.

მათ განსაკუთრებული მიღწევები ჰქონდათ გენეტიკური ცვლილელების მეთოდების შემუშავებაში, ახალი ნივთიერებების შექმნასა და ფარმაკოლოგიისა და ბიო-საწვავის მიმართულებით.

ამერიკელი ფრანსის არნოლდის აღიარება მოხდა მის მიერ ბუნებრივი შერჩევის პრინციპით ახალი ცილების შექმნის დასაფასებლად. ეს პროცესი ქიმიურ რეაქციას აჩქარებს.

მეორე ამერიკელი მეცნიერი ჯორჯ სმიტია. მან ვირუსი შეიმუშავა, რომელიც ბაქტერიას აინფიცირებს ევოლუციის განსაცდელად და ახალი ცილების მისაღებად.

ბრიტანელი გრეგორი უინტერი მესამე ლაურეატია, რომელიც ნობელის კომიტეტმა ანტი-სხეულების ევოლუციაში მიღწეული წინსვლისთვის აღიარა. ეს მეთოდი ახალ მედიკამენტების შემუშავებას შუწყობს ხელს ისეთი დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა ართრიტი, კიბო, ფსორიაზი და სხვა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG