ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნობელის პრემია მედიცინაში კიბოს თერაპიაში


2018 წლის ნობელის პრემია მედიცინის და ფიზიოლოგიის დარგში ამერიკელ ჯეიმს ალისონს და იაპონელ ტასუკუ ჰონჟოს გადაეცემა. ნობელის კომიტეტმა გადაწყვიტა, რომ ტეხასის (აშშ) და კიოტოს (იაპონია) უნივერსიტეტების მეცნიერებს პრესტიჟული ჯილდო კიბოს მკურნალობის საქმეში მიღწეული წარმატების აღსანიშნავად გადასცენ.

"ალისონმა და ჰონჟომ წარმოადგინეს განსხვავებული სტრატეგია", რომელიც კიბოს მკურნალობას იმუნოთერაპიის მიმართულებით წარმართავს - ნათქვამია სტოკჰოლმში დღეს გაკეთებულ ოფიციალურ განცხადებაში. პრემიასთან ერთად გამარჯვებულებს 1.1 მილიონი დოლარის ოდენობის ფულადი ჯილდო გადაეცემათ.

ამ კვირაში ცნობილი გახდება ნობელის პრემიის მფლობელების ვინაობა ფიზიკის, ქიმიის და მშვიდობის დარგში. ეკონომიკურ მეცნიერებებში ნობელის პრემიის მფლობელი კი შემდეგ ორშაბათს, 8 ოქტომბერს გამოცხადდება.

ჯეიმს ალისონი 1948 წელს ამერიკაში, ტეხასის შტატში დაიბადა. სადოქტორო დისერტაცია მან ოსტინში მდებარე ტეხასის უნივერსიტეტში დაიცვა. ტასუკუ ჰონჟო 1942 წელს იაპონიაში, ქალაქ კიოტოში დაიბადა. რამდენიმე წლის მანძილზე ის შეერთებულ შტატებში, ვაშინგტონში და ბეტესდაში მუშაობდა. სადოქტორო დისერტაცია კი კიოტოს უნივერსიტეტში დაიცვა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG