იაპონელი მეცნიერი იოშინორი ოსუმი წელს ნობელის პრემიას მედიცინის და ფიზიოლოგიის დარგში აიღებს. ნობელის კომიტეტის განცხადებით, ოსუმის ნაშრომმა ავტოფაგიაში სრულიად ახალ ხედვას ჩაუყარა საფუძველი. ავტოფაგია შეისწავლის უჯრედების უნარს გაანადგუროს საკუთარი გამოუსადეგარი კომპონენტები, შთანთქას ნივთიერებები და ქსოვილები.
71 წლის ოსუმი მოლეკულური ბიოლოგიის სპეციალისტია და ტოკიოს ტექნოლოგიურ ინსტიტუტში მუშაობს. ნობელის კომიტეტის პრესტიჟული ჯილდო 930 000 დოლარის ოდენობის ფულად პრემიას ითვალისწინებს. მომდევნო კვირებში ცნობილი გახდება წლევანდელი ნობელიანტების ვინაობა ფიზიკის, ქიმიის, მშვიდობის, ეკონომიკის და ლიტერატურის დარგებში. დაჯილდოების ოფიციალური ცერემონია სტოკჰოლმში 10 დეკემბერს გაიმართება.