სტოკჰოლმში, ნობელის საპრიზო კომიტეტმა წლევანდელი პრიზი ლიტერატურის დარგში ბელორუს მწერალსა და ჟურნალისტს სვეტლანა ალექსიევიჩს მიანიჭა. ნობელის კომიტეტმა მისი ნამუშევრები ტკივილისა და მხნეობის საუკეთესოდ ამსახველ , "მრავალხმიან" მატიანედ შეაფასა.
ალექსიევიჩს ნამუშევრები ჩერნობილის ტრაგედიაზე, ომზე ავღანეთში, საბჭოთა და პოსტ-საბჭოთა ისტორიაზე აქვს შექმნილი.
მისი ნაწერები ზეპირ ისტორიასა და პირველ-პირში გადმოცემულ პერსპექტივებს ეყრდნობა.
ნობელის პრემია მწერლისთვის ყველაზე ბოლო და ყველაზე პრესტიჟული აღიარებაა.
ნობელის ყოველწლიური პრემიები მედიცინის, ფიზიკის, ქიმიის, ლიტერატურულ და მშვიდობის სფეროებში გაიცემა. ფულადი ანაზღაურება შვედი გამომგონებლის ალფრედ ნობელის მიერ დაარსებული ფონდიდან მოდის და 1901 წლიდან გადაიცემა.
კომიტეტი ასევე გადასცემს ნობელის მემორიალურ პრიზს ეკონომიკურ მეცნიერებებში, თუმცა ეს პრიზი ალფრედ ნობელის მიერ არ ყოფილა დაწესებული.
გამარჯვებული ყოველწლიურად დაახლოებით ერთიდაიმავე ფულად თანხას იღებს. მას ასევე ეძლევა მედალი და ნობელის დიპლომი , რომლებსაც ოსლოსა და სტოკჰოლმში დეკემბერში გამართულ ცერემონიებზე გადასცემენ.