დღეს ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში კიდევ ერთი ნობელის პრემიის მფლობელის ვინაობა გამოცხადდა. მშვიდობის დარგში 2015 წლის პრესტიჟული პრიზის მფლობელი ე.წ. „ტუნისის ეროვნული დიალოგის“ ოთხეული ხდება.
975 000 დოლარის ოდენობის პრემია ოთხ ორგანიზაციას შორის გადანაწილდება. ისინი ნობელის პრიზის კომიტეტის წევრებმა „ტუნისში პლურალისტული დემოკრატიის მშენებლობაში შეტანილი წვლილის“ გამო შეარჩიეს.