შვედეთის მეცნიერებათა აკადემიამ 2018 წლის ნობელის პრემიის მფობელის ვინაობის გადადო. ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ორგანიზაციაში სექსუალური შევიწროების და ფინანსური სკანდალები.
აკადემიამ დღეს განაცხადა, რომ დარგის გამარჯვებულს 2019 წელს გამოავლენს. გადაწყვეტილება სტოკჰოლმში, გუშინ იქნა მიღებული.
„აუცილებლად მიგვაჩნია აღვადგინოთ აკადემიისადმი საზოგადოების ნდობა, გამარჯვებული ამის შემდეგ გამოვლინდება“, განაცხადა ანდერს ოლსონმა, აკადემიის მუდმივმა მდივანმა.
ოლსონის თქმით, აკადემია ამ ჯილდოს მფლობელების და მომავალი მფლობელების პატივსაცემად მიიღო.
აკადემიამ დებატები მას შემდეგ დაიწყო, რაც ცნობილ ფრანგ-შვედ ფოტოგრაფს ჟან-კლოდ არნოს სექსუალურ შევიწროებაში დასდეს ბრალი. ამ სკანდალმა აკადემიის 18 წევრში დიდი დაპირისპირება გამოიწვია. აკადემია შვიდმა წევრმა დატოვა.