კენდალი: აშშ ტაივანზე თავდასხმის მყისიერ საფრთხეს ვერ ხედავს

ამერიკის შეერთებული შტატები ვერ ხედავს მყისიერ საფრთხეს, რომ ჩინეთი ტაივანში შეიჭრება, თუმცა მზადაა თვითმმართველობის მქონე კუნძული დაიცვას - თქვა ამერიკელმა მაღალი რანგის ლიდერმა სინგაპურში.

დაძაბულობა მსოფლიოს ორ წამყვან სახელმწიფოს შორის იგრძნობა მას შემდეგ, რაც ჩინეთი თავის ტერიტორიულ მოთხოვნებს ტაივანში და სამხრეთ ჩინეთის ზღვაში აყენებს. ამ ფონზე კი ვაშინგტონი აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში მოკავშირეებთან ჩინეთის ზეწოლის შესაკავებლად მუშაობს.

“ მე ვერ ვხედავ მჩინეთიდან მყისიერად მომავალ საფრთხეს ტაივანში”- თქვა საჰაერო ძალების დეპარტამენტის მდივანმა ფრენკ კენდალმა სინგაპურში გამართულ თავდაცვის ტექნოლოგიების კონფერენციაზე. მან იქვე დასძინა, რომ ნებისმიერი, ვინც აგრესიას განიზრახავს, მათ შორის აშშ-ის წინააღმდეგ, დიდ შეცდომას დაუშვებს.”

Your browser doesn’t support HTML5

ჩინეთის ფაქტორი რუსეთ-უკრაინის ომში