ნიგერიაში პოლიციამ სავარაუდოდ გეი ქორწილი ჩაშალა. ქვეყანაში გეი ქორწინება უკანონოდ არის გამოცხადებული. ოფიციალური ინფორმაციით დაკავებულია 67 ადამიანი.
„პოლიცია დაედევნა და დააკავა 67 ეჭვმიტანილი სავარაუდოდ ერთსქესიანთა საქორწილო ცერემონიალში მონაწილეობისთვის", - ამბობს ნიგერიის პოლიციის სპიკერი ედაფე ბრაიტი და განმარტავს, რომ დაკავებულებს ბრალს მალე წაუყენებენ და სასამართლო პროცესიც გაიმართება.
ასევე ნახეთ: რუსეთის დუმამ ხმა სქესის შეცვლის აკრძალვას მისცანიგერიის ძალოვანი უწყება ამ დრომდე ეძებს დანარჩენ სტუმრებს, რომლებმაც პოლიციის რეიდის დროს გაქცევა შეძლეს.
იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდა, რომ დაკავებულები გეი ქორწილში იღებდნენ მონაწილეობას, მათ 14 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
ნიგერიაში ისევე, როგორც აფრიკის უმეტეს ნაწილში, ჰომოსექსუალობა მიუღებელია, 2014 წელს საკანონმდებლო ბაზა კიდევ უფრო გამკაცრდა და ძალაში შევიდა ანტი გეი კანონიც. მაშინ საერთაშორისო საზოგადოებამ ნიგერიის ხელისუფლების გადაწყვეტილება დაგმო.
კანონი კრძალავს ერთსქესიანი მოქალაქეების ქორწინებას, ურთიერთობას და გეი უფლებების დამცველ ჯგუფებში გაწევრიანებას.