ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

20 წელი პირველი ოფიციალური გეი ქორწინებიდან


მას შემდეგ, რაც ჰოლანდიაში პირველმა ერთი და იმავე სქესის წყვილმა ქორწინება ოფიციალურად გააფორმა, 20 წელი გავიდა. გერტ კასტელი და დოლფ პასკერი პირველები იყვნენ მსოფლიოში, რომელთაც სამშობლოში კანონიერად იქორწინეს.

კანონის მიღებისთანავე, 2001 წლის პირველ აპრილს ჰოლანდიაში 4 წყვილი დაქორწინდა. აქედან სამი მამაკაცების წყვილი იყო, ერთი კი ქალების. ცერემონია თავად ამსტერდამის მერს მიჰყავდა.

პირველმა ოთხმა ქორწინებამ დროის გამოცდას გაუძლო. ოთხივე წყვილი დღესაც ერთადაა, გარდა ერთი გამონაკლისისა: ერთ-ერთი მამაკაცი ფრენკ უიტერბორდი, 2011 წელს გულის შეტევით გარდაიცვალა. ის 55 წლის იყო.

ისტორიული თარიღი უმცირესობის წარმომადგენლებმა მცირე ჯგუფებში აღნიშნეს. ჰოლანდიაში კოვიდ-19-ის პანდემიის გამო სოციალური დისტანციის დაცვის რეგულაცია მოქმედებს და დიდი თავშეყრები კვლავ აკრძალულია.

მოგვიანებით, ერთი და იმავე სქესის წყვილთა ქორწინება 30-მდე ქვეყანამ დაამტკიცა. მათ შორის არიან: ევროპის კავშირის ბლოკის სახელმწიფოები, ბრიტანეთი, შეერთებული შტატები, ავსტრალია, მექსიკა და სამხრეთ აფრიკა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG